ეგზოტიკური შპალერი

მშენებლობა  >> ეგზოტიკური შპალერი

შპალერინებისმიერი ადამიანის სურვილია იცხოვროს ისე, რომ მის ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მათ შორის არც შპალერია გამონაკლისი.

დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული შპალერები, როგორიცაა: ბამბუკის, ლერწმის, ჯუთის, წყლის მცენარეების, ბრინჯის ქაღალდის და ა.შ. ასეთი შპალერები ძირითადად მზადდება ჩინეთსა და იაპონიაში. ზოგიერთი ტიპის შპალერს წნავენ ხელით, საქსოვ დაზგებზე.

ეგზოტიკურ შპალერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია კორპის შპალერი, იგი წარმოადგენს დაპრესილი კორპისგან დამზადებულ თხელ ტილოს, რომელიც გადაკრულია ქაღალდის ფუძეზე. კორპის ხე ექვემდებარება თერმულ დამუშავებას, რის შედეგადაც იგი გამოყოფს წებოს თვისებების მქონე ნივთიერებას. სწორედ ამ ნივთიერებით ხდება მისი დაწებება ქაღალდზე.

იმის გამო, რომ შპალერი მზადდება კორპისგან, იგი ფლობს მის ყველა თვისებას, კერძოდ – ანტიბაქტერიულ, თბოიზოლაციურ და ჰიდროიზოლაციურ თვისებებს. ასეთი შპალერების გამოყენება შეიძლება ნებისმიერ შენობაში, თუმცა არ არის სასურველი მისი აბაზანაში და სამზარეულოში გამოყენება.

 _________________________________________________________

თხევადი შპალერი

 ….