ვინილის შპალერი

მშენებლობა  >>ვინილის შპალერი

შპალერი..ვინილის შპალერი წყალგამძლეავინილის შპალერი
შპალერი..ვინილის შპალერი ძალიან მტკიცეა და დიდი ხანი ძლებს
შპალერი..ვინილის შპალერი ხშირად იყენებენ სამზარეულოში, მისაღებში, სანიტარული წერტილებისა და შენობის სხვა სველ ადგილებში.

ვინილის შპალერი, შედგება ორი შრისგან. ქვედა შრე ჩვეულებრივ, ქაღალდის, ან ნაჭრისაა, რომელიც, როგორც წესი იფარება პოლივინილქლორიდის თხელი ფენით,  ზემოდან კი,  სურათები, ან რელიეფური ზედაპირი უკეთდება. პოლივინილქლორიდის თხელი ფენა იცავს ვინილის შპალერს, ნესტის, მექანიკური ზემოქმედებისა  და შუქისაგან. გარდა ამისა, ვინილის შპალერი,  იჟღინთება სპაციალური ხსნარით, რომელიც ხელს უშლის სოკოსა და ობის წარმოქმნას.

 არსებობს ოთხი სახის ვინილის შპალერი:

შპალერი..აბრეშუმისებრივინილის შპალერის საკმაოდ თხელი სახეობაა, იგი შედგება ორი – ზედა და ქვედა შრისაგან. ქვედა შრე ქაღალდს წარმოადგენს, ხოლო ზედა – სუფთა ვინილს, ან ვინილს აბრეშუმის ძაფებით. ზედა შრე შეიძლება იყოს გლუვი, ან რელიეფური. სახელი აბრეშუმისებრი, ამ ტიპის შპალერმა მიიღო თავისი გარდამავალი და ბზინვარე ფერის გამო, რითაც ის ძალიან წააგავს აბრეშუმის ქსოვილს.

შპალერი..სტრუქტურულივინილის შპალერის გაცილებით მყარი და სქელი სახეობაა. სიმყარე და სისქე მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ მისი ზედა შრე ვინილისაა (პოლივინილქლორიდი), რომელიც თერმული დამუშავების შემდეგ, ქმნის შპალერის ზედაპირზე ნათლად გამოხატულ ფაქტურას. ასეთი შპალერი შეიძლება იყოს ბზინვარე, გააჩნდეს სხვადასხვა ფაქტურა და ფერი. ის ძალიან კარგად ფარავს უსწორმასწორო კედელს, მის ნაკლოვანებებს. ქმნის რელიეფური ბათქაშის ეფექტს.

შპალერი..მყარი – მყარი ვინილის შპალერი წარმოადგენს თხელ, მაგრამ ძალიან მტკიცე შრეს, რომელიც მყარი და ამტანია მექანიკური ზემოქმედებისა და დაზიანების მიმართ.

შპალერი..გლუვი – მას ბრტყელ, ან ჩამოსხმულ ვინილის შპალერს უწოდებენ. იგი ისეთივე თხელია, როგორც მყარი ვინილის შპალერი, თუმცა მისგან განსხვავებით, ნაკლებად მყარია.მას ამზადებენ ქაღალდის საფუძველზე პოლივინილქლორიდის რამოდენიმე დაბეჭდილი შრის, პლასტიფიკატორების, პიგმენტებისა და სხვა დანამატების თანმიმდევრული დატანით.

ვინილის შპალერები იძლევა დიდი რაოდენობით სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალის იმიტაციის საშუალებას, როგორიცაა: ტყავი, კერამიკული ფილა, ზამშე, ნატურალური ქსოვილები, ხე, ბათქაში და მრავალი სხვა.

ვინილის შპალერის ძირითად ნაკლიოვანებად ითვლება ის, რომ ის ცუდად ატარებს ჰაერს. ამიტომ მწარმოებლები აწარმოებენ მიკროფორებიან ვინილის ზედაპირებს, რათა კედლებმა შეძლიონ ”სუნთქვა.”

 ______________________________________________

თხევადი შპალერი

 ….