ინტერესთა თანაფარდობა წარმომადგენლობისას

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

წარმომადგენლის მეშვეობით დადებული გარიგებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ინტერესთა სიმრავლეა. მასში  სულ ცოტა  სამი პირი მაინც მონაწილეობს: წარმომადგენელი, წარმოდგენილი პირი და მესამე პირი  რომელთანაც უნდა დადოს წარმომადგენელმა გარიგება. აქედან გამომდინარე  ამ გარიგებეში ბუნებრივად წარმოიშობა ინტერესთა თანაფარდობის საკითხი.
მესამე პირმა  რომელთანაც უშუალო ურთიერთობაში შედის  წარმომადგენელი, უნდა იცოდეს  თუ ვინ არის გარიგების მხარე, ე.ი. ვისთან დებს იგი გარიგებას. მესამე პირის ინტერესები მოითხოვს იმას, რომ მან ზუსტად იცოდეს  თუ ვისთან დებს გარიგებას.
არა მხოლოდ მესამე პირის  არამედ წარმოდგენილი პირის ინტერესების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია. თუკი წარმომადგენელი გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებეს  ამას შეიძლება მზიმე შედეგები მოჰყვეს წარმოდგენილი პირისათვის.
თუ კვაზიწარმომადგენელი წარმოდგენილი პირის სახით დებს გარიგებებს, მაშინ დაცვას მოითხოვს არა მხოლოდ წარმოდგენილი პირის  არამედ მესამე პირის ინტერესებიც. როცა წარმომადგენელი ამბობს  რომ ის სხვისი სახელით დებს გარიგებებს  მაშინ მესამე პირს აქვს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მისი გარიგების მხარე არა წარმომადგენელია, არამედ წარმოდგენილი პირი. აქაც განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსი ნორმებს, რომელთა მიზანია მონაწილეთა ინტერესების დაცვა.

_________________________________

გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი

.