ინტერნაციონალიზმი

ინტერნაციონალიზმი

საერთაშორისო ურთიერთობებში აღნიშნავს დოქტრინებისა და იდეოლოგიების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანია, სახელმწიფოცენტრული პოლიტიკა შეიცვალოს და წინა პლანზე წამოვიდეს უნივერსალური, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ტრანსნაციონალური ინტერესები. ჩვეულებრივ, ი. ასოცირდება იდეალიზმთან და უტოპიზმთან და რეალიზმის და ნაციონალიზმის ალტერნატივად წარმოგვიდგება. თუმცა, ნაციონალური და ინერნაციონალისტური ინტერესები საკმაოდ ხშირად ერთმანეთის საპირისპირო სრულიადაც არ არის. ინტერნაციონალისტური დოქტრინებიდან და იდეოლოგიებიდან აღსანიშნავია ლიბერალიზმი, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების საყოველთაო გავრცელებას გულისხმობს, მარქსიზმ-ლენინიზმი, რომელიც მსოფლიო კომუნიზმის იდეას ქადაგებდა და პაციფიზმი. განსხვავებით სახელმწიფოცენტრიზმისაგან, რომელიც ჰორიზონტალური თეორიაა (სახელწმიფოს ურთიერთობა სახელმწიფოსთან), ი., პირველ რიგში, წარმოგვიდგება ვერტიკალურ თეორიად, რომელსაც კაცობრიობის განვითარების პირობებზე უნივერსალური თეორიის პრეტენზია აქვს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. internationalism

Fr. internationalisme

L. Inter შორის, შორისი natio (nationis) ხალხი

ხალხების, სოციალური ჯგუფების სოლიდარობისა და თანამშრომლობის პრინციპი, რაც ემყარება მათი ინტერესების ერთიანობას, თანასწორობას და დამოუკიდებლობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……