ინტერნეტი
E. internet inter (national) საერთაშორისო + net ქსელი
მსოფლიო საინფორმაციო კომპიუტერული ქსელი, რომელიც წარმოადგენს რეგიონალური კომპიუტერული ქსელებისა და კომპიუტერების სიმრავლის გაერთიანებას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება სატელეკომუნიკაციო საშუალებებით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. ინტერნეტი – (ინტ.) Internet მსოფლიო საკომუნიკაციო ღია ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს დაშორებულ ადგილებში განთავსებული ინფორმაციით სარგებლობას და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას კომპიუტერებს შორის. ქსელთა ორგანიზაციის ფედერალური საბჭოს (Federal Networking Council USA) 24 – 10 – 1995წ დათარიღებულ დოკუმენტში მოცემულია ინტერნეტის შემდეგი ოფიციალური განმარტება: „ინტერნეტი გლობალური საინფორმაციო სისტემაა, რომლის ნაწილები ლოგიკურად ურთიერდაკავშირებული არიან IP – პროტოკოლებსა ან მათ მომდევნო გაფართოებებზე დაფუძნებული, უნიკალური სამისამართო სივრცის საშუალებით, რომელსაც აქვს კავშირის დამყარების უნარი, TCP/IP – პროტოკოლების, მათი მომდევნო გაფართოებების ან სხვა IP – შეთავსებადი პროტო კოლების საშუალებით და რომელიც უზრუნველყოფს, გამოიყენებს ან მიღწევადს ჰქმნის საჯარო ან კერძო ტიპის მაღალი დონის საკომუნიკაციო სერვისს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……