ინფორმაციის თავისუფლება

ინფორმაციის თავისუფლება

E. Freedom of information

აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი ელემენტი. ი.თ. უფრო ტევადი ცნებაა, ვიდრე მისი წინამორბედი თავისუფლებების (სიტყვის, აზრის გამოხატვის, პრესის თავისუფლებები) ერთობლიობა. მისი ფესვები ადამიანის მიერ ცოდნის მიღების სურვილის და სიმართლის ძიების წიაღშია საძებნელი. ი.თ. ადამიანის პოლიტიკურ ცნობიერებაში და იმ ფაქტის გააზრებაში დევს, რომ ამ თავისუფლების განხორციელება განუკითხაობისა და დესპოტური ხელისუფლების საწინააღმდეგო აუცილებელი იარაღია. ი.თ. არის პრესის თავისუფლება ფართო გაგებით. ის ასევე ეხება მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, აგრეთვე მსმენელთა და მაყურებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. freedom of information

ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. კონსტიტუციით დადგენილია, აგრეთვე, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……