ინფორმაციის კვანტური თეორია

ინფორმაციის კვანტური თეორია – (ინტ.) information quality მომავლის თეორია, რომლის საფუძვლად დადებულია ინფორმაციის შესანახად და გადასამუშავებლად ქვანტური ეფექტების გამოყენების იდეა. ქვანტური ინფორმაციის ერთეულია ქვანტური ბიტი, ანუ ქუბიტი; ისევე, როგორც ბიტის ცნება კლასიკურ ინფორმაციის თეორიაში, ქუბიტის ცნება განყენებულია მისი ფიზიკური რეალიზაციის მექანიზმისაგან, რომელიც, შესაძლებელია წარმოადგენდეს ფოტონის პოლარიზაციას, ატომური ბირთვის სპინს, ელმენტარული ნაწილაკების ბმებს და ა. შ. რამდენიმე ბმული კუბიტის გაერთიანება ახალ ქვანტურ ეფექტებს ჰქმნის, რომელთა კლასიკური ფიზიკის ენაზე ინტერპრეტაცია შეუძლებელია, მაგრამ პრინციპიალურად შეიძლება მათი გამოყენება ინფორმაციის გადამუშავების მიზნით. თუმცა, რეალური მოწყობილობების გამოჩენას – თუ საერთოდ შესაძლებელია მათი შექმნა, დროის უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……