ინფორმაციის რაოდენობა

ინფორმაციის რაოდენობა – (ინტ.) information content? ინფორმაციის თეორიაში ინფორმაციის რაოდენობის შეფასებისათვის გამოიყენება შემდეგი მოდელი: ინფორმაციის შემცველი ცნობა, რომელსაც ადრესატი იღებს, დაკავშირებულია გარკვეული მოვლენის განხორციელებასთან და წარმოად გენს მის აღწერას; მოვლენა არის ობიექტის (ან პროცესის) მდგომარეობის ცვლილება დროში ან სივრცეში; ობიექტი დისკრეტულია, მდგომარეობათა რაოდენობა სასრულია და თითოეულ მდგომარეობას თავისი ალ ბათობა აქვს; თუ ერთერთი მდგომარეობის ალბათობა ნულის ან ერთის ტოლია, ასეთი ობიექტი დეტერმინი რებულია, მისი მდგომარეობა წინასწარაა ცნობილი და ასეთი ცნობა ადრესატისათვის არავითარ ინფორმა ციას არ შეიცავს; პირიქით,თუ არცერთ მდგომარეობას უპირატესი ალბათობა არა აქვს (ყველა თანაბარალ ბათურია), ცნობა ინფორმაციის მაქსიმუმს შეიცავს და იგი ადრესატისათვის მოულოდნელი და საინტერესოა. ინფორმაციის თეორია სწორედ ამ მოულოდნელობის (განუსაზღვრელობის) კრიტერიუმს იღებს ინფორმა ციის რაოდენობის გასაზომად და ამისათვის ირჩევს სიდიდეს, რომელიც მოვლენის აპოსტერიულ (ცნობის მიღების შემდეგ) და აპრიორულ (ცნობის მიღებამდე) ალბათობათა ფარდობის ლოგარითმს წარმოადგენს.რაც ნაკლებია მოვლენის მოსალოდნელი, აპრიორული ალბათობა, მით მეტია ინფორმაციის რაოდენობა,რომელსაც შეიცავს ცნობა ამ მოვლენის განხორციელების შესახებ. კერძო შემთხვევში, როცა ობიექტს მხოლოდ ორი თანაბარალბათური მდგომარეობა (0 და1)გააჩნია და ადგილი აქვს მოვლენას, როდესაც ობიექტი ერთერთ მდგომარეობაში გადადის, ალბათობათა შეფარდების ლოგარითმი ერთს უტოლდება და ცნობა ამ მოვლენის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობას შეიცავს; ამ ერთეულს ინფორმაციის რაოდენობის ორობითი ერთეული, ანუ ბიტი ეწოდება; ის შეესაბამება ინფორმაციის იმ მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც მეხსიერების ერთი თანრიგში შეიძლება იყოს დამახსოვრებული.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……