ინფორმაციული საზოგადოება

ინფორმაციული საზოგადოება

სოციალური სისტემა, რომელშიც საქონლისა და მოხმარების წარმოება არსებითად დამოკიდებულია ინფორმაციის შეგროვებაზე, დამუშავებასა და გადაცემაზე. თუ ინდუსტრიულმა საზოგადოებამ შესაძლებელი გახადა უდიდესი რაოდენობის სხვადასხვა საქონლის წარმოება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ერის ჩამოყალიბებამ უზრუნველყო ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის წარმოების, დამუშავებისა და გადაცემის შესაძლებლობა. თანამედროვე წამყვანი სოციოლოგები დ. ბელი, ო. ტოფლერი, ე. კასტელზი და სხვ. მიუთითებენ, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოება, თავისი არსით, კომუნიკაციური თუ ინფორმაციული საზოგადოებაა. ბელის მტკიცებით, თუ ინდუსტრიული საზოგადოების ძირითადი რესურსი კაპიტალი იყო, პოსტინდუსტრიული საზოგადოების სტრატეგიული რესურსებია ინფორმაცია და თეორიული ცოდნა. მეცნიერება კი გადაიქცა ძირითად საწარმოო ძალად. ახალი ტექნიკის, ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის შესაძლებლობანი გრანდიოზული გახადა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. ინფორმაციული საზოგადოება – (ინტ.) information society ცივილიზაციის განვითარების ახალი, ისტორიული ფაზა, რომელშიც ინფორმაცია და ცოდნა წარმოების მთავარ პროდუქ ციას წარმოადგენს; ინფორმაციული საზოგადოების განმასხვავებელი ნიშნებია: საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მისი თითეული წევრისათვის; საზოგადოების უნარი აწარმოოს მისი არსებობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია და უზრუნველყოს თავისი მოქალაქეები ამ ინფორმაციის მიღების საშუალებებით.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……