იუსტიცია
E. justice
L. justitia კანონიერება, სამართლიანობა
სასამართლო დაწესებულებათა ერთობლიობა, სასამართლოს უწყება, სამართლის, მართლმსაჯულების განხორციელება. იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა და პროკურატურის სპეციალური წოდებები – საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი იურისტი, მე-3 კლასის იურისტი, მე-2 კლასის იურისტი, 1-ლი კლასის იურისტი; უფროსი სპეციალური წოდება: იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; უმაღლესი სპეციალური წოდება: იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სისტემაში დაწესებულია შემდეგი ს.წ: უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება: იუსტიციის გენერალმაიორი. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში დაწესებული წოდებებია: უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი ორგანოების, აგრეთვე, სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში მომსახურის ს.წ.-ს წინ ემატება სიტყვა ,,იუსტიციის”. სამხედრო პროკურატურის სისტემაში დაწესებული სპეციალური წოდებები – უმცროსი სპეციალური წოდება: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; საშუალო სპეციალური წოდება: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროსი სპეციალური წოდება: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი (საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”, მუხლი 5).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……