კაზუისტიკა

კაზუისტიკა

კანონის ამა თუ იმ მუხლის მიყენება კონკრეტული ქმედებებისათვის. კ–ის აღნიშნული მნიშვნელობა ემყარება შუა საუკუნეების ღვთისმეტყველებაში გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც ცალკეული რელიგიური საკითხი შესაბამისი დოგმის საფუძველზე აიხსნებოდა. ქართულ სიტყვათხმარებაში ფართოდაა გავრცელებული ტერმინის ვიწრო მნიშვნელობაც, რომელიც გულისხმობს საეჭვო დებულებების სხვადასხვა ხრიკებით გამართლებას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. casuistry

Fr. casuistique

L. casus შემთხვევა

1. კანონის ზოგადი მუხლების მიყენება სხვადასხვა იურიდიული შემთხვევისთვის (კაზუსებისთვის);

2. ცრუ, საეჭვო დებულებების დაცვისას გამჭრიახობა, ხერხიანობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……