ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
რადგან ზოგიერთ უნივერიტეტში შუალედური გამოცდების კვირაა, გადავწყვიტე ერთი კაზუსი შემომეთავაზებინა გირავნობის თემიდან, თავისი ამოხსნით. თანაც, აღნიშნული კაზუსი გამოადგება არამხოლოდ იურისტებს, არამედ ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია გირავნობის საკითხით.
კაზუსი:
ასანიძემ სტანდარტ ბანკიდან აიღო სესხი 1000 ლარის ოდენობით და ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული გირავნობის გზით დააგირავა ანტიკვარული ვიოლინო. ასანიძეს ბანკისთვის ვალი უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 1 ივნისს. ამის შემდეგ ასანიძემ რესპუბლიკა ბანკისაგან ისესხა ასევე 1000 ლარი და მასთანაც ანტიკვარულ ვიოლინოზე გააფორმა რეგისტრირებული გირავნობა. ასანიძეს ამ ბანკისათვის ვალი უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 1 აპრილს. ამდენად, პირველი მოგირავნის სტანდარტ ბანკის გირავნობა წინ გაუსწრებს რესპუბლიკა ბანკის გირავნობას.
ასანიძემ რესპუბლიკა ბანკს ვერ დაუბრუნა ვალი, რის გამოც ამ უკანასკნელმა სტანდარტ ბანკთან შეთანხმებით მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ვიოლინოს გაყიდვიდან, სხვა ხარჯების გამოკლების შემდეგ, დარჩა 1000 ლარი, რომელიც შეხვდა წინა მოგირავნეს სტანდარტ ბანკს. რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა დარჩა დაუკმაყოფილებელი. ამიტომაც მან მიმართა სარჩელით ასანიძეს და მოითხოვა სესხის გადახდა სხვა ქონებიდან. სწორიათუარამისიმოთხოვნა?
ამოხსნა:
ფაქტობრივიმდგომარეობისაღწერა: სახეზეა მოვალე ასანიძე, რომელმაც ორი ბანკისაგან ისესხა თანხა, რომელთა მოთხოვნაც უზრუნველყო ერთიდაიგივე ქონებით, როგორიცაა ვიოლინო. პირველი მოგირავნის – სტანდარტ ბანკის გირავნობა წინ უსწრებს მეორე მოგირავნის – რესპუბლიკა ბანკის გირავნობას. სამაგიეროდ, მეორე მოგირავნის ვალდებულების შესრულების ვადა უფრო ადრე დგება, ვიდრე პირველისა. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დაკმაყოფილების პრიორიტეტს განსაზღვრავს არა ვალდებულების შესრულების დროში პირველადობა, არამედ, გირავნობის პირველადობა. მოკლედ, რეალიზაციის უფლება აქვს პირველ მოგირავნეს 267-ე და 279-ე მუხლებიდან გამომდინარე.
2. ასეთ სიატუაციაში 279-ე მუხლის მეორე ნაწილის განმარტებიდან შეიძლება ასეთი დასკვნაც გავაკეთოთ, რომ წინა მოგირავნეს სტანდარტ ბანკს არ წარმოეშობა გირაოს რეალიზაციის უფლება. ეს გამომდინარეობს 279-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის პირველი წინადადებიდან. ამ წინადადების თანახმად, წინა მოგირავნე გირაოს საგნის რეალიზაციის უფლებით სარგებლობს 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. კერძოდ, მაშინ როცა დამდგარია მისი მოთხოვნის შესრულების ვადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი , იგი ვერ ისარგებლებს გირაოს რეალიზაციის უფლებით და ვერც მომდევნო მოგირავნეს მისცემს თანხმობას მისი რეალიზაციისა.გაუგებრობას იწვევს 279-ე მუხლის მე-4 ნაწილში მოცემული გამოთქმა: ,,თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს ამ მუხლით მეორე ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.“ უფლებით არსარგებლობა მაშინაა, როცა მე გამაჩნია ეს უფლება და არ ვსარგებლობ. ამ შემთხვევაში კი, თუ 279-ე მუხლის მეორე ნაწილს განვმარტავთ ისე , როგორც ზემოთ ითქვა, კერძოდ, ნებისმიერ მოგირავნეს , მათ შორის წინა მოგირავნეს, მხოლოდ მაშინ აქვს უფლება მოითხოვოს გირაოს რეალიზაცია, როცა დადგება მათი მოთხოვნის შესრულების ვადა 279-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. მაშინ გამოდის რომ წინა მოგირავნე არ სარგებლობს კი არა, საერთოდ არც წარმოეშობა გირაოს რეალიზაციის უფლება. დავუშვათ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი გვაქვს არსარგებლობასთან, მაშინ მომდევნო მოგირავნის მიერ საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, 285-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემძენზე გადავა წინა მოგირავნის გირაოთი დატვირთული უფლება.
სტანდარტ ბანკმა მოახდინა ვიოლინოს რეალიზაცია და რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება კითხვა: აქვს თუ არა სტანდარტ ბანკს, მოვალის დანარჩენ ქონებაზე მიაქცევინოს გადახდევინება?
რესპუბლიკა ბანკმა მოახდინა ვიოლინოს რეალიზაცია, მაგრამ რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ ვერ დააკმაყოფილა სტანდარტ ბანკის მოთხოვნა სრულად. სამოქალაქო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეალიზაციიდან მიღებული თანხით წინა მოგირავნის უფლება უპირატესად დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელ მომდევნო მოგირავნესთან შედარებით. მაგრამ როგორც ითქვა , წინა მოგირავნის უფლება შენარჩუნებულია რეალიზებულ ქონებაზე სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე. Eე.ი. რეალიზაციით შემძენს შეუძენია გირაოთი დატვირთული ქონება.
რაც შეეხება რესპ. ბანკის პრეტენზიას დანაკლისის ანაზღაურებია მიიღოს ასანიძის დარჩენილი ქონებიდან, არ დაკმაყოფილდება ( 276-ე მუხლის მე-2 წინადადება).
მაშასადამე, ასანიძისა და რესპუბლიკა ბანკს შორის შეთანხმება, რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევა.