კაპიტანი
E. captain
Fr. capitaine
1. სხვადასხვა ქვეყნის არმიაში: ოფიცრის წოდება, ჩინი, უფროსი ლეიტენანტის (მეფის არმიაში – შტაბს-კაპიტნის) მომდევნო;
2. ფლოტში: მე-3 რანგის კაპიტანი – ოფიცრის წოდება, კაპიტან-ლეიტენანტის მომდევნო. მე-2 რანგის კაპიტანი – ოფიცრის წოდება, მე-3 რანგის კაპიტნის მომდევნო. პირველი რანგის კაპიტანი – ოფიცრის წოდება, მე-2 რანგის კაპიტნის მომდევნო;
3. გემის უფროსი, მეთაური;
4. სპორტ. გუნდის უფროსი მოთამაშე, რომელიც შეჯიბრების დროს არის მისი წარმომადგენელი და ხელმძღვანელი; გუნდისთავი;
5. ასე უწოდებენ ჩოგბურთელთა გუნდის მწვრთნელს.
See also: სამხედრო წოდებები
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……