კითხვების ტიპები
კითხვების ძირითად კლასიფიცირებისას ფორმის მიხედვით გამოყოფენ ღია და დახურულ კითხვებს.
ღია კითხვის ტექსტში არ არის მოცემული პასუხების არჩევანი და მოპასუხეს ეძლევა სრული თავისუფლება იმაში, თუ რას უპასუხებს.
ღია კითხვის მაგალითი: ვინ არის ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი? რატომ ფიქრობთ ასე? აქ მოპასუხემ თავისი საკუთარი სიტყვებით უნდა განმარტოს მიზეზი, გამოთქვას მოსაზრება, ან დაასახელოს ფაქტი.
დახურული კითხვის ტექსტში კი წინასწარ არის მოცემული პასუხების არჩევანი და მან მხოლოდ ერთი სწორი პასუხი უნდა შეარჩიოს.
დახურული კითხვის მაგალითი:
რა არის მოთხრობის მთავარი თემა?
ა) ერთი ოჯახის პრობლემები;
ბ) ერთი ოჯახის საინტერესო ისტორია;
გ) საქართველოში ჩიტების გამოზამთრების პრობლემა;
დ) უწესო ბავშვის ამბავი.
დახურული კითხვის ტიპია აგრეთვე „კი ან არა“ (ე.წ. ჭეშმარიტი/მცდარი) კითხვები;
„კი ან არა“ კითხვის მაგალითი:
არის თუ არა მოთხრობაში მოყვანილი პერსონაჟის დახასიათება?
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……