კლასი
მაკროჯგუფი საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციაში, რომელიც აერთიანებს მსგავსი მატერიალური რესურსების, სოციალური მდგომარეობისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს. ამ ცნების დამკვიდრება მეცნიერებაში დაკავშირებულია კარლ მარქსის სახელთან. მარქსისტული მიმდინარეობის წარმომადგენლებისათვის კ–ის მაკონსტრუირებულ კრიტერიუმებად ადამიანის წარმოების საშუალებებისადმი დამოკიდებულება და ამით განპირობებული მისი როლი და საზოგადოებრივი დოვლათის განაწილებაში მისი წილი მიიჩნევა. თანამედროვე სოციოლოგიაში ამ ორიენტაციის სოციოლოგები კ–ისადმი კუთვნილების განმსაზღვრელ კრიტერიუმად ასევე იყენებენ ისეთ მახასიათებელს, როგორიცაა ეკონომიკურ რესურსებზე კონტროლი. მ. ვებერი და მისი მიმდევრები საზოგადოების კლასობრივი სტრატიფიკაციისას ყურადღებას ამახვილებენ განათლებაზე, კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, სოციალურ სტატუსსა და პრესტიჟზე, პროფესიაზე, შემოსავლების დონეზე, ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე, ეს უკანასკნელნი, მათი აზრით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სოციალური ჯგუფების მიერ როგორც სოციალური ბარიერები სხვა ჯგუფების წინააღმდეგ, ასევე რესურსების კონტროლზე მონოპოლიის მისაღწევად.
See also: პოლიტიკური კლასი
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
2. კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. Source: საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ,” 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……