კომისია
E. commission
L. comissio – დავალება
1. ფულადი თანხა, რომელიც კომისიონერმა უნდა მიიღოს გასამრჯელოს სახით იმ საწარმოში, რომლის სასარგებლოდაც მან გასწია მომსახურება;
2. ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ერთი მხარე (კომისიონერი) იღებს ვალდებულებას მეორე მხარის (კომიტენტი) დავალებით განსაზღვრული ანაზღაურების საფუძველზე დადოს გარიგება თავისი სახელით, მაგრამ კომიტენტის ინტერესით და მისი ხარჯებით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 11);
3. ანაზღაურება, რომელსაც იღებს კომერციული ბანკები კლიენტის დავალებით და მის ხარჯზე ოპერაციების ჩატარებისათვის;
4. ბროკერის ანაზღაურება ფასიანი ქაღალდების და ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში სააგენტო მომსახურებისთვის;
5. განსაზღვრული ფუნქციის შესრულებისთვის, ან სპეციალური ღონისძიების ჩასატარებლად, ან ეკონომიკის რომელიმე დარგის რეგულირების დამოუკიდებლად განხორციელების მიზნით შექმნილი ორგანო (ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, სარევიზიო კომისია);
6. რაიმე ამოცანის შესრულებისათვის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ჯგუფი.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები. Source: საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2;; საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2; საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია. Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2; ; ; ; ; ; . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……