მინაბოჭკოვანი შპალერი

მშენებლობა  >> მინაბოჭკოვანი შპალერი

შპალერიმინაბოჭკოვანი, ანუ მინის ქსოვილის შპალერი შედგება მინის ბოჭკოვანი ძაფისგან, რომელიც მზადდება ნატურალური ნედლეულისგან – კვარცის ქვიშისგან, სოდისგან, დოლომიტისგან და კირისგან. მის საფუძველს წარმოადგენს მინა, რომლისგანაც მიიღებენ ბოჭკოს – 12000 – მდე გახურების შედეგად.

შესაძლებელია მინაბოჭკოვანი შპალერი იყოს ერთშრიანი ან ორშრიანი, სხვადასხვა ტექსტურის, რელიეფისა და ორნამენტების.

მინაბოჭკოვანი შპალერი ძნელადაალებადია. მისი შეღებვა 12-ჯერაა შესაძლებელი, რელიეფის ან ნახატის დაზიანების გარეშე. იგი ქიმიურად ნეიტრალურია, არ იშლება და არ არის მგრძნობიარე ნესტის მიმართ. მისი ზედაპირი გაჟღენთილია სპეციალური, ნესტგამძლე შემადგენლობით, ამიტომ შესაძლებელია მისი წყლით გარეცხვა, ჯაგრისითა და სარეცხი საშუალებებით გაწმენდა.

 _____________________________________________

თხევადი შპალერი

 ….