მინიატურული წიგნი საუკეთესო საჩუქარია

 მინიატურული წიგნი საუკეთესო საჩუქარია

აღებულია საიტიდან  http://chemibiblioteka.wordpress.com/სიახლეები/   SEO-ოპტიმიზებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ.

2012 წლის 3აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზის განყოფილებამ განახორციელა პროექტის – „სკოლა, მედია, ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია. პროექტი ითვალისწინებს ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობის შეხვედრებს პრესისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან, საუბრებს აქტუალურ თემებზე. პირველი შეხვედრა შედგა სოფელ ოქტომბრის VIII-XI კლასების მოსწავლეებთან.
ბიბლიოთეკაში მოსწავლეთათვის მოეწყო ძველი და ახალი ჟურნალ-გაზეთების გამოფენა, დარბაზის განყოფილების გამგემ-ნანი სიჭინავამ გაუწია მეგზურობა და დაათვალიერებინა ბავშვებს ბიბლიოთეკის მომსახურეობის ყველა განყოფილება.

 პროექტის ავტორია დარბაზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი-ზეინაბ მორგოშია, რომელმაც მცირე ექსკურსი გააკეთა მედიისა და ბიბლიოთეკის ურთიერთობებზე.

ბავშვებს გაესაუბრნენ ბიბლიოთეკის დირექტორი-მანანა გვარამია, ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები-გაზეთ „ზუგდიდის“ რედაქტორი ნანი მოსიძე და ყოფილი ჟურნალისტი-ირმა აკობია. მათ აუხსნეს მოსწავლეებს, თუ რა კავშირი აქვს ნაბეჭდ გრაფიკას თანამედროვე ჟურნალ-გაზეთების განვითარებაში და რა როლს ასრულებს მედია საზოგადოებაში.
პროექტორით მოხდა ბიბლიოთეკის პრეზენტაციის ჩვენება, მწიგნობართა ასოციაციის თავმჯდომარემ ციალა ფაცაციამ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა მინიატურული წიგნები.

პროექტი გრძელდება…
მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სოფლის მოსწავლეებთან. შემდეგისათვის იგეგმება საინტერესო რუბრიკების განხილვა და შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ბავშვების წარმოჩენა.

აღებულია  http://chemibiblioteka.wordpress.com/სიახლეები/

 _________________________________________

 გადასვლა ,,მინიატურული წიგნი