ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
მშობლებს ეკისრებათ თავიანთი შვილების რჩენის მოვალეობა. ისინი ვალდებულები არიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. ეს ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქორწინებაში ერთმანეთთან. მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ შვილები სრულწლოვნობამდე. სრულწლოვნობას მიღწეული შვილები კარგავენ მშობლებისგან სარჩოს მიღების უფლებას. გამონაკლისია შემთხვევა, თუ შვილი შრომისუუნაროა და არავითარი საარსებო წყარო არ გააჩნია, არ ჰყოფნის სახელმწიფოს მიერ დანიშნული შემწეობა, მასზე მზრუნველობა გაგრძელდება სრულწლოვანობის მიღწევის შემდეგაც.
თუ მშობლის მიერ შვილის რჩენა ნებაყოფლობით არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო მათ აკისრებს ალიმენტს. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს მეორე მშობელ;თან მცხოვრები შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში.
მშობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ალიმენტი თავის და არა შვილის სასარგებლოდ. ასე რომ არ იყოს, მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში შეწყდებოდა ალიმენტის გადახდის მოვალეობა, რაც არასწორი იქნებოდა. საალიმენტო ვალდებულება წარმოიშობა შვილსა და ცალკე მცხოვრებ მშობელს შორის. შვილთან მცხოვრები მშობელი მხოლოდ მისი წარმომადგენელია და მისი ინტერესების დასაცავად წარადგენს სარჩელს.
არასრულწლოვანიანსრულწლოვანიშრომისუუნაროშვილებისთვისგადასახდელიალიმენტებისოდენობასგანსაზღვრავენმშობლები, ურთიერთშეთანხმებით. მშობლებს შეუძლიათ ერთხელ მიღწეული შეთანხმება გადასინჯონ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ. ამის საფუძველი შეიძლება გახდეს ცვლილებები მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადრე გაუთვალისწინებელი გარემოებები და ა.შ. შესაძლებელია მშობლების შეთანხმება არ ემთხვეოდეს კანონით გათვალისწინებულს, მაგრამ არავის აქვს უფლება თავს მოახვიოს მათ უფლება-მოვალეობების განაწილების სხვა ვარიანტი.
თუმშობლებივერშეთანხმდნენალიმენტისრაოდენობაზე, მაშინდავასგადაწყვეტსსასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შესაფების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათაფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლები შეიძლება ვერ შეთანხმდნენ იმაზე, უნდა გადაიხადოს თუ არა მშობელმა ალიმენტი, ასევე რამდენი უნდა გადაიხადოს ცალკე მცხოვრებმა მშობელმა და ა.შ. ასეთ დროს საჭირო ხდება სასამართლოს ჩარევა. ალიმენტის განსაზღვრა ხდება გარემო პირობების შესწავლის საფუძველზე. მაგალითად, შეიძლება სასამართლომ შედარებით ნაკლები ალიმენტი დააკისროს პირს, რომელსაც ყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები. ზოგჯერ შესაძლოა ალიმენტი არ გახდეს საჭირო, თუ შვილი სახელმწიფოს, ან რომელიმე ორგანიზაციის კმაყოფაზე იმყოფება. თუმცა ზოგჯერ, თუ ბავშვს მაინც უწევს სახლში ყოფნა , სრულად, რა თქმა უნდა, ალიმენტისგან გათავისუფლება არ მოხდება.
საბავშვო დაწესებულებებში მყოფი შვილების შესანახი ხარჯები მშობლებს ეკისრებათ ამ დაწესებულებათა სასარგებლოდ. ასეთ დაწესებულელებში ბავშვებს აბარებენ მშობლის უფლების ჩამორთმევისას, ან დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშობლებს რჩებათ შვილების რჩენის ვალდებულება. მშობლისათვის დასაკისრებელი ალიმენტის რაოდენობა შეიძლება შემცირებული იქნეს ისეთ შემთხვევაში, თუ მშობელი ინვალიდია, და მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი, ან მაშინ , თუ არასრულწლოვანი შვილი უკვე მუშაობს და საკმაო შემოსავალიც გააჩნია.
არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამარტლომ შეიძლება გაითვალისწინოს როგორც მყარი ოდენობით ფულადი სახსრების გადახდევინება, ასევე წლიური შემოსავალის ყოველთვიური სტაბილური ნაწილის განსაზღვრული პროცენტის დაქვითვა. უფრო გამოიყენება პირველი მეთოდი.