პერლიტის ბათქაში

მშენებლობა და რემონტი >> პერლიტის ბათქაში

პერლიტის ბათქაში მრავალ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. პერლიტის ბათქაშის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას მისი ეკონომიკური და ეკოლოგიური მახასიათებლები განაპირობებენ.
სტატისტიკური მონაცემებით, პერლიტის  ბათქაშის  გამოყენება საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში დასავლეთ ევროპულ და სკანდინავიის ქვეყნებში საშუალებას იძლევა შემცირდეს სითბოს დანახარჯები – გაზის ხარჯი 1 მ2 კედლის გათბობაზე 1.2 ÷ 1.5 მ3-ით. წელიწადში ეს 15 დიდი გაზის ბალონია (50 ლიტრიანი) 100 მ2 ფართობის სახლისათვის. 3 სმ-იანი პერლიტის  ბათქაში   თბოსაიზოლაციო თვისებებით ცვლის 15-სმ-იან აგურის წყობას;
გარდა გათბობაზე გაწეული დანახარჯებისა, პერლიტის  ბათქაშის  გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობა განპირობებულია შენობის კედლის სისქის შემცირებით. პერლიტის  ბათქაში  ამაღლებს შენობის მდგრადობას.

პერლიტის  ბათქაშის  ბგერათმშთანთქმელობა 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ტრადიციული ბათქაშების, რაც უზრუნველყოფს აკუსტიკურ კომფორტს;

პერლიტის  ბათქაში  ცეცხლმდეგია. ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას შენობაში, კონსტრუქციები 2-ჯერ მეტად დაცულია, ვიდრე ტრადიციული ბათქაშებით მოპირკეთებული.

 

ბმები: მშენებლობა  >>>> თხევადი შპალერი

…..