პერლიტის ბლოკი და აგური

მშენებლობა და რემონტი >> პერლიტის ბლოკი

პერლიტის ბლოკი და აგური ბუნებრივი სამ შენებლო მასალაა. პერლიტის ბლოკი  არ იწვის, არ ეშინია წყლის,  ძალიან თბილი და მტკიცეა  და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა.

პერლიტის ბლოკებმა უკვე მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლეს  ბლოკის სხვა სახეები, რადგან სხვა ბლოკების უმეტესობა, შეიცავს სხვადასხვა ქიმიურ დანამატებს.

პერილიტის ბლოკები – ეს უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობაა და თუ თქვენ გეგმავთ ააშენოთ სახლი ჯანმრთელი შთამომავლობისათვის– გამოიყენეთ პერლიტის ბლოკები და აგურები.

არსებობს დადასტურებული მონაცემები, რომ  რომ 20 სმ-იანი პერლიტური ბლოკის  კედელი  თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის ერთ მეტრიან აგურის წყობასა და პემზობეტონის კედელს. თავისი სიმსუბუქის გამო პერლიტბეტონის ელემენტები 25-30%-ით ამცირებენ ნაგებობების  საძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას, ასევე მცირდება მშენებლობის ხარჯი 20-40%-ით.

პერლიტის ბლოკი შეუცვლელია საკუთარი სახლებისა და აგარაკების მშენებლობისას!

საქართველოში პერლიტის ბლოკებს არაერთი კომპანია აწარმოებს. გამოდის სხვადასხვა ფორმის, ზომის, ღრუტანიანი თუ სრულტანიანი.
პერლიტის ბლოკებით მშენებლობის დროს ბლოკების წყობა სასურველია  განხორციელდეს პერლიტის ხსნარით, ხოლო აშენებული კედლის შიდა მხარე სასურველია დაიფაროს პერლიტის ბათქაშითა და თხევადი შპალერით.

 …..

 

__________________________________________

ბმები: მშენებლობა  >>>> თხევადი შპალერი

…..