პერლიტის კედლები

მშენებლობა და რემონტი >> პერლიტის კედლები 

საცხოვრებელი სახლი, რომელიც აშენებულია პერლიტბეტონით მთელი თავისი კონსტრუქციებით, იწონის 38% ნაკლებს, ვიდრე სახლი, აშენებული გარე მსუბუქი ბეტონის კედლებითა და შიდა კონსტრუქციებით მძიმე ბეტონისაგან. ამ დროს საგრძნობლად მცირდება არმატურის ხარჯიც (20%-მდე).

პერლიტი იოლად ავსებს ნებისმიერ სიცარიელეებს. სპეციალური მოწყობილობით მას ყრიან კედლებს შორის. ეს ზრდის შენობის თბო- ბგერაიზოლაციასა და მის ცეცხლგამძლეობას.

საცხოვრებელ და საწარმოო შენობების გარე და შიდა კედლების ასაშენებლად გამოიყენება ასევე მაღალი თბოტექნიკური მაჩვენებლების მქონე მსუბუქი პერლიტოცემენტის ბლოკები, რომელთა გამოყენებაც საკმაოდ ეფექტურია ქვეყნის სეისმურ ზონებსა და ცივ რეგიონებში.

 

__________________________________________________________

 

ბმები: მშენებლობა  >>>> თხევადი შპალერი

…..