პერლიტი ენერგოდამზოგავი

მშენებლობა და რემონტი  >> პერლიტი ენერგოდამზოგავი 

პერლიტი  – ენერგოდამზოგავი სამშენებლო ტექნოლოგია

ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა, დღეს საერთაშორისო დონის პრობლემაა. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი  მიმართულებაა ენეგოდამზოგავი შენობების აგება. პერლიტი ენერგოდამზოგავი სამშენებლო ტექნოლოგიების ლიდერია.

შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები შეადგენს: კედლების-48%, გადახურვების-18%, ფანჯრების-21%, პირველი სართულის იატაკები-13%. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საცხოვრებელ სახლებში სითბოს დანაკარგის ნახევარს შედგენს დანაკარგები შენობის კედლებიდან, განსაკუთრებით მაღალსართულიანი სახლების კედლებიდან იკარგება 54-65% სითბო. 

ენერგიის დაზოგვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გარეკედლების დათბობა  ენერგოდამზოგავი  პერლიტის მასალებით (პერლიტის ენერგოდამზოგავი ბათქაშები, პერლიტის ენერგოდამზოგავი საკედლე ფილები, პერლიტის ენერგოდამზოგავი ბლოკები და სხვა პერლიტის ენერგოდამზოგავი მასალები,  დამზადებული აფუებული პერლიტის ბაზაზე).

ფასადების ენერგოდამზოგავი  პერლიტით დათბობის (მოპირკეთების) შემდეგ, ზამთრის პერიოდში გარე კედლის ყოველ კვადრატულ მეტრზე დაიზოგება 8 და მეტი ლიტრი საწვავი.

 _________________________________________________

 .. 

ბმები: მშენებლობა  >>>> თხევადი შპალერი

…..