პერლიტობეტონი

 მშენებლობა >> პერლიტობეტონი

 

პერლიტის ბეტონიპერლიტობეტონი წარმოადგენს მსუბუქი ბეტონების ერთ-ერთ სახეს. პერლიობეტონს  აქვს ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა, დაბალი მოცულობითი წონა და თბოგამტარიანობა.
პერლიტობეტონი შექმნილ იქნა სპეციალურად იმისთვის, რომ გარე კედლების კონსტრუქციიდან ამოღებული იქნას არატექნოლოგიური მოძველებური საშენი მასალები. პერლიტობეტონი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მკაცრ მოთხოვნილებებს ენერგიის დაზოგვის მხრივ.  პერლიტობეტონი, როგორც ერთ-ერთი ეფექტური თბოსაიზოლაციო მასალა, რეკომენდებულია მშენებლობაში გამოსაყენებლად. 
თავის არაჩვეულებრივ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით. პერლიტობეტონი  მაქსიმალურ ეფექტს ავლენს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა თბოგამტარიანობა, ორთქლშეღწევადობა და თბური ინერცია, მაღალი ბგერასაიზოლაციო და ბგერამშთანთქმელი მახასიათებლები. ერთობლიობაში სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში – ზამთარში-სითბოს ხოლო ზაფხულში-სიგრილეს.
20 სმ-იანი პერლიტობლოკების კედელი, თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის ერთმეტრის სისქის აგურის წყობას. ამ დროს ასეთი კედელი არ საჭიროებს დამატებით დათბუნებას. მათზე შეიძლება აგრეთვე მოეწყოს მოსაპირკეთებელი ფილები ან დატანილ იქნეს  დეკორატიული ბათქაში.
პერლიტის ბეტონიშენობის დასათბუნებლად გამოყენებული პერლიტობეტონი მრავალი წლების განმავლობაში იქნება ექსპლუატაციაში, ვინაიდან პერლიტობეტონს აქვს მაღალი ყინვაგამძლეობა, ბიომდგრადობა, მდგრადობა კოროზიის, მაღალი ტემპერატურების, ტემპერატურული ცვლილებებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებების მიმართ.
პერლიტობეტონისაგან  აშენებული საცხოვრებელი სახლები, აგურით ან ბლოკებით ნაშენებ სახლებისგან განსხვავებით არ იწვიან და არ ინგრევიან ხანძრის შემთხვევაში. ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ 1 სმ-იანი პერლიტობეტონის კედელი 2 სთ-ის განმავლობაში უძლებს ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას სტრუქტურის დაუშლელად. მისი გამოყენება შეიძლება მეტალოკონსტრუქციების იზოლაციისათვის და სახანძრო და ავარიული გასასვლელებისა და კიბეების ასაშენებლად.
პერლიტობეტონიპერლიტობეტონის ორთქლშეღწევადობის თვისებების გამო მისგან აშენებული სახლი “სუნთქავს”, როგორც ხისგან აშენებული. ეს თვისება “ისუნთქოს”, განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან. ის ინტენსიურად მუშაობს ორთქლის გასაწოვად შენობის შიგნიდან გარეთ, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მის გამოყენებას.
პერლიტობეტონი ძალიან მსუბუქი მასალაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შენობის წონას. მაგრამ მისი უმთავრესი თვისებაა სითბოს დაზოგვა (მისი მაღალი თბოფიზიკური მაჩვენებლების გამო). სახლი, რომელიც აშენებულია პერლიტობეტონით 40%-ით და მეტად ზოგავს მის გასათბობად და გასაგრილებლად საჭირო ენერგიას, ასევე უზრუნველყოფს ხმაურისაგან კარგ დაცვას.

________________________________________________________

  მშენებლობა >>პერლიტი, პერლიტობეტონი>>თხევადი შპალერი

Home >>

…