ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
საქართველოსკონსტიტუციისმე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
ასევე არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
ადამიანისუფლებათასაყოველთაოდეკლარაციისმე12 მუხლიც ამავეს ამტკიცებს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.
და ბოლოს, საერთაშორისოპაქტისამოქალაქოდაპოლიტიკურიუფლებებისშესახებ : მუხლიმე17 : არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.
ზემოთხსენებული მუხლები საკმარისია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს, თუმცა როგორც წესი, ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა და იგნორირება.
ხომ არ არის საქართველოსკანონიოპერატიულ–სამძებროსაქმიანობისშესახებმე7 მუხლიკონსტიტუციის მე20 მუხლთან წინააღმდეგობაში?
მე7 მუხლის მიხედვით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლით (ოპერატიულსამძებროღონისძიებითხდებადანაშაულისანსხვამართლსაწინააღმდეგოქმედებისგამოვლენა, აღკვეთადათავიდანაცილება, იმპირისდადგენა, რომელიცამზადებს, სჩადისანრომელსაცჩადენილიაქვსდანაშაულიანსხვამართლსაწინააღმდეგოქმედება, იმპირისძებნადაშესაბამისსახელმწიფოორგანოშიწარდგენა, რომელიცემალებაგამოძიებას, სასამართლოს, თავსარიდებსსასამართლოსმიერდანიშნულისასჯელისანიძულებითიხასიათისსხვაღონისძიებათამოხდას; დანაშაულებრივიანსხვამართლსაწინააღმდეგოხელყოფისშედეგადდაკარგულიქონებისძებნადადადგენა, უგზო-უკვლოდდაკარგულიპირისძებნა, სისხლისსამართლისსაქმეზეაუცილებელიფაქტობრივიმონაცემებისმოპოვებადადანაშაულისანსხვამართლსაწინააღმდეგოქმედებისჩამდენიპირისიდენტიფიცირება) გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.
დავუბრუნდეთ ისევ მე7 მუხლს, რომლის თ) ქვეპუნქტი ნამდვილად იპყრობს ყურადღებას : ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება: მოსამართლისბრძანებითსატელეფონოსაუბრისფარულიმიყურადებადაჩაწერა; ინფორმაცისმოხსნადაფიქსაციაკავშირგაბმულობისარხიდან (კავშირგაბმულობისსაშუალებებთან, კომპიუტერულქსელებთან, სახაზოკომუნიკაციებთანდასასადგუროაპარატურასთანმიერთებით), კომპიუტერულისისტემიდან (როგორცუშუალოდ, ისედისტანციურად) დაამმიზნითკომპიუტერულსისტემაშიშესაბამისიპროგრამულიუზრუნველყოფისსაშუალებებისინსტალაცია; საფოსტო–სატელეგრაფოგზავნილთა (გარდადიპლომატიურიფოსტისა) კონტროლი.
მე7 მუხლის დასასრულს წერია, რომ ზემოთხსენებული თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებიმხოლოდ მოსამართლის ნებართვით შეიძლება იქნეს განხორციელებული, თუმცა რამდენიმე სტრიქონის გამოტოვებით ვაწყდებით შემდეგს: რომ სწორედ ის თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელზეც მხოლოდ მოსამართლის ნებართვა ვრცელდება, შეიძლება მოსამართლის ნებართვის გარეშეც ჩატარდეს, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობს. ხომ არ არის მუხლში სიტყვა “მხოლოდ” ზედმეტი? პროკურატურას ხომ ნებისმიერ წამს შეუძლია მიიჩნიოს ესა თუ ის ღონისძიება გადაუდებლად და მოითხოვოს ქმედებების განხორციელება მოსამართლის ნებართვის გარეშე.
თუმცა დღესდღეობით სოციალური ქსელების პოპულარობიდან გამომდინარე, ვფიქრობ არანაკლებ საინტერესოა ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტი: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება ასევე ინტერნეტურთიერთობისმონიტორინგი – გლობალურსაინფორმაციოქსელში (ინტერნეტში) მიმდინარეღიადადახურულიხასიათისინტერნეტურთიერთობებზედაკვირვებადამათშიმონაწილეობა, ასევეუკანონოკომპიუტერულიმონაცემისმიღებისსიტუაციისშექმნა, რომელიცემსახურებადანაშაულისჩამდენიპირისვინაობისდადგენას.
ამ პუნქტში ყურადსაღებია ის, რომ შეიძლებ როგორც ღია ასევე დახურულიინტერნეტურთიერთობის კონტროლი. პირადი მიმოწერის კონტროლის უფლებაც განა არ არღვევს კონსტიტუციის მე20 მუხლს? ბუნებრივია არღვევს, მით უმეტეს ამ პუნქტზე არ ვრცელდება სასამართლოს ნებართვა და სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ თვალყური ადევნონ ადამიანების პირად მიმოწერასაც კი. ამის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2012 წლის 24 ოქტომბერს დაუკმაყოფილეს.
ძალიან სასიამოვნოა თითოეული მოქალაქისთვის ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის უფლებებს იცავს, თუმცა კიდევ უამრავი ხარვეზი არსებობს კანონებში, ხშირია სამართალდამრცველების უკანონო მოქმედების ფაქტებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, ხდება მათზე რეაგირება და ხარვეზების აღმოფხვრა.
თქვენ თუ იცნობთ რაიმე ხარვეზს კანონმდებლობაში?