ალბათ ყველას ხშირად გვესმის სიტყვა პირგასამტეხლო, თუმცა მისი სრული იურიდიული მნიშვნელობა ბევრმა არ იცის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ის ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. სხვა შემთხვევაში კი , უხეშად რომ ვთქვათ, მოვალეს შესაძლოა სიტუაციიდან “გამოძვრომის” იმედი ჰქონდეს. პირგასამტეხლოს მთავარი პლიუსი ისაა, რომ მისი საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი.
პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. უბრალო შეთანხმება ზიანის ანაზღაურების შესახებ კი საჭიროებს უამრავ მტკიცებულებას, იმის გასარკვევად, მართლა განიცადა კრედიტორმა ზიანი , თუ არა . თუმცა , პირადად მე, გამიჩნდა კითხვა, არსებობს თუ არა გარანტია იმისა რომ კრედიტორი იქნება სამართლიანი და არ “გაათამაშებს” ზიანის ფაქტს?
არსებობს ალტერნატიული და კუმულატიური პირგასამტეხლო: პირველი გხვდება მაშინ, როცა დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ან პირგასამტეხლო ანაზღაურება, ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება, ანდა ხელშეკრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მეორე შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება. აქაც დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას: ვფიქრობ, კუმულატიური პირგასამტეხლო მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება მოვალესათვის.
ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირსაგამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს, თუმცა კრედიტორმა არ უნდა აიძულოს მოვალე, დაეთანხმოს აშკარად უსამართლო პირობებს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას. გამონაკლისის შემთხვევაში პირგასამტეხლო გადაჭარბებული რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით და არა კრედიტორის მიერ იძულების წესით დადგენით.
პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით. შეთანხმების განსაზღვრა არაა თავისუფალი, მაშინ როცა მთავარი ხელშეკრულება შეიძლება იყოს სხვა ფორმის. თუ პირგასამტეხლოს ფორმა დაირღვა, მისი რღვევა გამოიწვევს ძირითადი ხელშეკრულების ბათილობას.
კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორმა უნდა აირჩიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ თუკი მოვალემ გადააშორა დადგენილ ვადებს, კრედიტორს უფლება ეძლევა მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინება.
პირგასამტეხლოს გადახდევინება არ აუქმებს ზიანის ანაზღაურების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურების საშუალებაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცვლის ზიანის ანაზღაურებას. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ორივე მათგანი, მაგრამ პირგასამტეხლო შევა ზიანის საერთო ოდენობაში და არ გამოიყოფა ცალკე ნაწილად, რაც მეტისმეტად დამამძიმებელი იქნებოდა მოვალისათვის.
შესაძლებელია სასამართლოს მიერი საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შემცირებული იქნეს შეუსაბამოდ მაღალი პირსაგამტეხლო. შესაძლებელია მხარეები თავიდან ვერ შეთანხმდნენ რეალურ ოდენობაზე, რისი გადახდაც შემდეგ შეუძლებელი შეიძლება შეიქნას , ამიტომ სასამართლო იტოვებს უფლებას, ჩაერიოს და შეამციროს პირგასამტეხლოს რაოდენობა.