მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტით უგემრიელესი პიცის მომზადება შეგიძლიათ
პიცა “მარგერიტა”-ს მოსამზადებლად დაგჭირდებათ
- პომიდორი / ტომატ–პასტა – 900 გრამი
- ყველი – 350-400 გრამი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
- რეჰანი
პიცის მომზადების საფეხურები:
- პომიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
- გავაბრტყელოთ ცომი და გადავიტანოთ ზეითუნის ზეთიან გამოსაცხობ ტაფაზე.
- ცომზე დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი, კიდეებამდე დავტოვოთ 2 სმ. მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი და დავადოთ რეჰანის ფოთლები.
- 15-20 წუთის განმავლობაში ტაფა მოვათავსოთ გახურებულ ღუმელში (240-260 გრადუსზე).
- ტაფა გამოვდგათ და მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ შევდგათ ღუმელში, მანამდე, სანამ ყველი არ დადნება.
თქვენი პიცა მზადაა!