პოლიტიკური სიმბოლიკა
გამომხატველობითი საშუალებების ერთობლიობა, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას, პოლიტიკურ ქმედებას, პოლიტიკის მატერიალიზაციის სხვადასხვა ფორმებს აშკარა, განსაკუთრებით თვალსაჩინო ხაზგასმულ ან პირიქით, შენიღბულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაძლოა პ.ს. პოლიტიკურ აქტს ავსებს, აფორმებს, მის ძირითად პოლიტიკურ მნიშვნელობას უფრო მკვეთრად გამოხატავს (მაგ., შეკრებილთა წინაშე ჰიმნის შესრულება – შეკრებილთა ერთიანობის მაჩვენებელია). ასეთი სიმბოლური ნიშნების თვისებები მათი ლაკონურობა, ცხადი მნიშვნელობა, რომელიც დამატებით ახსნას არ საჭიროებს, მასობრივ აღქმაზეა გათვლილი. არსებობს რამდენიმე ნიშნობრივი სიმბოლური სისტემა. ენობრივი სიმბოლიკა მოიცავს პოლიტიკური საუბრის სხვადასხვა სიტყვათა კრებულს რომელთაც გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, გამომხატველობითი სიმბოლიკა სახვითი ხელოვნებითაა გამოხატული – ეს არის პლაკატი, სურათი პოლიტიკური დატვირთვით, კარიკატურა და ა.შ. სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ხელოვნების სხვა სახეებსაც: ლიტერატურას, თეატრს, კინემატოგრაფს, მუსიკას და სხვ. სიმბოლურ დატვირთვას იძენს სახვითი ხელოვნების და ხელისუფლების, პოლიტიკური იერარქიის, სახელმწიფოს პატივისა და ღირსების აღმნიშვნელი (დროშა, გერბი, ნიშანი და სხვ.) ნიშნების მატერიალური სისტემის შეთავსება. გარეგნული განმასხვავებელი ნიშნები (კოსტუმი, მუნდირი, რიტუალური პროცესია – აღლუმი, საზეიმო შეხვედრები და სხვ.) თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში თავის წინანდელ მნიშვნელობას კარგავს, მაგრამ არ ქრება. შენარჩუნებულია, აგრეთვე, პოლიტიკური ქმედების განსახორციელებელი განსაკუთრებული ადგილის (რეზიდენცია, სასახლე, კაბინეტი), პოლიტიკური პროცესიის (კორტეჟი, თანხლება, საზეიმო მიღებები, ჯილდოები, ორდენები და სხვ.) სიმბოლური დატვირთვა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
…
….
…..
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……