პოლიტიკური სოციალიზაცია
პროცესი, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეუერთდებიან პოლიტიკურ შეხედულებებსა და ღირებულებებს. პ.ს-ის პროცესისათვის დამახასიათებელია ჯერ ადრეულ ასაკშივე ცნობილი ისტორიული პერსონაჟებით დაინტერესება და მათი ღვაწლის გაიდეალება. შემდგომში იზრდება ინტერესი არჩევითი თანამდებობების მქონე პირთა, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების მიმართ. უფრო გვიან ხორციელდება შეგნებული იდეოლოგიური პოზიციის ფორმირება. ამ უკანასკნელის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ეთნიკური კუთვნილობის იდენტიფიკცია, რომელიც სიღრმისეული ხასიათით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, პარტიულ-იდეოლოგიურმა იდენტიფიკაციამ, როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, შეიძლება არ იქონიოს ზეგავლენა პიროვნების პოლიტიკურ ქცევაზე ან მის გადაწყვეტილებაზე არჩევნების დროს.
See also: სოციალიზაცია
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა
…
….
…..
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……