პროგრამა
E. program(me), scheme
G. programme
Gk. programma საჯარო განცხადება, განკარგულება, ბრძანებულება
1. მომავალი მუშაობის, მოქმედების გეგმა;
2. პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან ცალკეული საზოგადო მოღვაწის მიზნებისა და ამოცანების გადმოცემა;
3. სასწავლო საგნის შინაარსის მოკლე გადმოცემა;
4. კომპიუტერზე ამოცანის გადაწყვეტის მიზნით ინფორმაციის დამუშავების პროცესის განსაზღვრულ ფორმალურ ენაზე გადმოცემული ზუსტი და თანმიმდევრობითი აღწერა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელე-რადიო პროდუქცია. Source: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
3. პროგრამა – (ინტ.) program ზოგადად: მოქმედებათა (ოპერაციათა) მიმდევრობა,რომელიც შემოთავაზებულია კონკრეტული შედეგის მიღწევის მიზნით. კომპიუტერში – ბრძანებათა თანამიმდევრობა, რომელთა შესრულება ამ პროგრამის გაშვების შემდეგ იწყება. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……