პროლეტარიატი
კაპიტალისტური საზოგადოების კლასი, რომლის შემოსავლისა და, შესაბამისად, არსებობის ძირითად წყაროს მის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალება – შრომა და ამ შრომის ანაზღაურება წარმოადგენს. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება „მშრომელთა კლასის“ სინონიმად, თუმცა მარქსისტები, რომელთაც განსაკუთრებით დეტალურად დაამუშავს პ-ის თეორია, ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ ამ ორ ტერმინს იმ მოტივით, რომ მშრომელთა კლასი ყველა კლასობრივ საზოგადოებაში არსებობდა, მაშინ როდესაც პ. ევროპაში წარმოიშვა მხოლოდ XIX ს-ში საწარმოო რევოლუციის შედეგად. მარქსისტული თეორია პ-ს საგანგებო ისტორიულ-სოციალურ ფუნქციას აკისტრებს; მან უნდა მოახდინოს რევოლუცია, დაამყაროს დიქტატურა და მოამზადოს პირობები უკლასო საზოგადოებაზე, კომუნიზმზე გადასასვლალად.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……