პროცენტი
E. percent, percentage, rate, arrear, interest
L. pro centum ასზე, ასზე მეტი
1. რიცხვის მეასედი, აღინიშნება ნიშნით %;
2. შემოსავალი, რომელსაც მესაკუთრე იღებს გადასახდელის სახით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მის საკუთრებაში არსებული ობიექტების გამოყენებისთვის;
3. სასესხო პროცენტი, სარგებელი, რომელსაც იღებს კრედიტორი გაცემულ სესხზე.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. პროცენტი – სავალო ვალდებულებებთან (გარდა საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებებისა), მათ შორის, კრედიტებთან (სესხებთან), დეპოზიტებთან, ანაბრებთან, ობლიგაციებთან დაკავშირებული გადასახდელი, აგრეთვე დისკონტის სახით მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო საპენსიო ფონდიდან მიღებული პროცენტი. მოხმობილია საიტიდან: http://www. finances.ge/
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……