რეგლამენტი
სახელმწიფო ორგანიზაციის, დაწესებულების საქმიანობის განსაზღვრული წესების ერთობლიობა. მსგავსი მნიშვნელობით ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს როგორც სხდომის, კონფერენციის ან ყრილობის სესიათა წარმართვის წესების აღმნიშვნელი. დაბოლოს, რ-ებად იწოდება ზოგიერთი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის დასკვნითი აქტები, როგორიც იყო, მაგ., 1815 წლის ვენის კონგრესის რეგლამენტი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. standing orders, regulations
Pol. reglament
Fr. Reglement, regle წესი
1. რაიმე საქმიანობის მარეგულირებელი წესების ერთობლიობა;
2. სხდომაზე, კონფერენციაზე გამომსვლელთათვის დადგენილი დროის ლიმიტი;
3. საერთაშორისო კონგრესზე მიღებული ზოგიერთი აქტის დასახელება;
4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ამ ორგანოთა მუშაობის წესი და სტრუქტურა (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 6).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……