რეესტრის (სახელმწიფო) სახეები
E. kinds of state register
სახელმწიფო რეესტრის სახეებია:
ა) სამოქალაქო რეესტრი;
ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი;
დ) ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრი;
ე) მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი;
ვ) ნორმატიული აქტების რეესტრი;
ზ) საჯარო რეესტრი. სხვა სახის სახელმწიფო რეესტრის წარმოება დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო („სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, 10).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……