კოქტეილის მაგიდა ა ლა ფურშეტის და სადილი–ბუფეტის მაგიდისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე არ არის არავითარი თეფშები და ჩანგლები, არის მხოლოდ ხის ან პლასტმასის (შესაძლოა მეტალის) სპეციალური ჩხირები, რომელიც ჩარჭობილია სხვადასხვა ტიპის მშრალ საკვებს, ხილსა თუ დელიკატესში, რომელთაც მოართმევენ ხოლმე დიდი ლანგრებით.
შესაძლებელია იყოს მინი ჩანგლები, რომლის საშუალებითაც იღებენ კანაპეს ან ხილს კოქტეილიდან.
რაც შეეხება საკვებს, შესაძლოა მოწოდებული იყოს კანაპე სხვადასხვა კრემებით, პაშტეტებით, თევზით, ხორცით და სხვა, ფენოვანი ან ტკბილი მინი-ნამცხვრები, ორცხობილა, აგრეთვე ფარშირებული კვერცხი, მარილიანი, ან ტკბილი ნუში, ნიგოზი, ხილი და სხვა…მიღების ბოლოს შესაძლოა სტუმრებს შესთავაზონ ყავა.
ქეითერინგის საკონსულტაციო ჯგუფი 599 06 91 51
საწყისი წყარო: რესტორნის სერვის მენეჯერი 2015 წელი. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ლია ვაშაკაშვილი. რუსუდან ჩართოლანი. თამარ გოგოლაშვილი. ირაკლი დიდენკო.