ა ლა ფურშეტისათვის ფრანგული პურის მომზადება ერთგვარი რიტუალია, ის დროსა და ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. უგემრიელესი, დაბრაწულკანიანი, ფრანგული პური.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ცხელი წყალი (დაახლოებით 45°C)
1 ჩაის კოვზი მშრალი, აქტიური საფუარი
½ ჩაის კოვზი თაფლი
2 ¼ ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
მომზადების დრო: 3 საათი
ცხობის დრო: 25 წუთი
სულ საჭირო დრო: 7 საათი და 25 წუთი
პურის რაოდენობა: 10 ცალი
მომზადების ალგორითმი
- მიქსერს მოარგეთ ცომის მოსაზელი კაუჭი და ერთმანეთში აურიეთ წყალი, საფუარი და თაფლი. გააჩერეთ 8 წუთის მანძილზე, სანამ საფუარი აქაფდება.
- ჩაამატეთ ფქვილი და მარილი, მიქსერი დააყენეთ საშუალო სიმძლავრეზე და ზილეთ 8-10 წუთის მანძილზე ან სანამ ცომი არ გახდება გლუვი.
- მოათავსეთ ცომი კარაქწასმულ ჯამში, გადააფარეთ დანამული ტილო ან პოლიეთილენის ცელოფანი და გააჩერეთ 45 წუთის მანძილზე, ასაფუებლად.
- ჩაზილეთ ცომი: ოთხივე მხარე მოუკეცეთ ისე, რომ მიიღოთ ოთხკუთხედი და ისევ გადააფარეთ. აცალეთ რომ ამოვიდეს მომდევნო 45 წუთის მანძილზე და ისევ ჩაზილეთ.
- დააფარეთ ცომს და გააჩერეთ 30-45 წუთი, სანამ მისი ზომა არ გაორმაგდება.
- წაუსვით კარაქი 23×33სმ. ზომის საცხობ ფორმას. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ცალი 23სმ. დიამეტრის მრგვალი, კექსის საცხობი ფორმა.
- ფქვილმოყრილ ზედაპირზე გაყავით ცომი ორ ნაწილად და შემდეგ თითოეული მათგანი ხუთ ნაწილად.
- ცომის გუნდები აგორავეთ მანამ, სანამ არ გახდება მრგვალი და გლუვი. შემდგომ მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში (თუ იყენებთ კექსის საცხობ ფორმებს, მაშინ თითოეულ მათგანზე უნდა მოათავსოთ ხუთი ცომის გუნდა).
- ფორმა მიცემული ცომის გუნდები მოათავსთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით და მაქსიმუმ 2 დღით.
- მაცივრიდან გამოღების შემდგომ ცომს აცადეთ, რომ ისევ ამოვიდეს და გაორმაგდეს ზომაში.
- გააცხელეთ ღუმელი 260°C-მდე.
- ღუმელში შედგმის წინ გუნდები დანამეთ წყლით.
- აცხვეთ 260°C-ზე 10 წუთის მანძილზე, შემდგომ დაუწიეთ ტემპერატურას 200°C- მდე და აცხვეთ მომდევნო 10 წუთის მანძილზე, სანამ გუნდები შეყავისფერდება.
- გამომცხვარი პური ზედაპირზე დაკაკუნებისას ყრუ ხმას უნდა გამოსცემდეს.ფრანგული პური ჩვენი ა ლა ფურშეტების აუცილებელი კომპონენტია