როგორ რეგულირდება სატელეფონო მოსმენები სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ამ  ბოლო  დროს  სხვადასხვა  არასამთავრობო  ორგანიზაციები  და  ფიზიკური  პირები  ითხოვენ  კანონის  გამკაცრებას  მოსმენების  შესახებ.  სწორედ  ამიტომ,  გადავწყვიტე  სხვა  ქვეყნების  კანონმდებლობისთვის  შემედარებინა  ჩვენი  სახელმწიფოს  კანონმდებლობა  და  ერთად  გადაგვეწყვიტა,  არის  თუარა  კანონი  მოსმენების  შესახებ  არასამართლიანი.

მაგალითად:  ამერიკის შეერთებულ შტატებში  კოდექსის  3124-ე  მუხლის  თანახმად,  კომუნიკაციების  მიმწოდებელი  ვალდებულია  მიაწოდოს  სამართალდამცავ  ორგანოს  ყველა  ინფორმაცია,  აპარატურა  და  გაუწიოს  მას  ტექნიკური  ხასიათის  დახმარება,  რაც  საჭიროა  შესაბამისი  მოსასმენი  აპარატურის  დასამონტაჟებლად  (მოთხოვნის  შესაბამისად).    აღნიშნულ  ნორმაში  არ  არის  განმარტებული  როდის  არის  სამართალდამცავი  ორგანო  უფლებამოსილი  მიმართოს  კომუნიკაციების  მიმწოდებელს,  არ  არის  დაკონკრეტებული  და  არ  არის  ჩამონათვალი  რა  შემთხვევაში  აქვს  უფლება  სამართალდამცავ  ორგანოს  მოითხოვოს  მისთვის  საჭირო  ინფორმაცია.  და  ასევე  არ  არის  ის,  თუ  ვისი  ნებართვის  შემდეგ  აქვს  ამ  ქმედებების  განხორციელების  უფლება.  ე.ი  უნდა  ვივარაუდოდ  რომ  პროკურატურას  აქვს  უფლება  საკუთარი  შეხედულებისამებრ  გადაწყვიტოს  როდის  არის  საჭირო  მოსმენა,  და  გააკეთოს  ამისთვის  ყველაფერი.  შესაბამისად,  ამ  ნორმიდან  გამომდინარეობს  მხოლოდ,  ის  რომ    სამართალდამცავ  ორგანოს  აქვს  უფლება  მოითხოვოს  მოსასმენი  აპარატურის  დამონტაჟება.  იგივე  კოდექსის,  3126-ე  მუხლის  თანახმად,  მოსასმენი  აპარატურის  გამოყენებასთან  დაკავშირებით  გენერალური  პროკურორი  ანგარიშს  წარუდგენს  კონგრესს.  ე.ი  იგი  ანგარიშვალდებული  მხოლოდ  კონგრესთანაა.

ძალიან  საინტერესოა  გერმანიის  „მიმოწერის,  საფოსტო  გზავნილებისა  და  სატელეგრაფო  და  სატელეფონო  შეტყობინებების  საიდუმლოს  შეზღუდვის  შესახებ“  კანონის  მე-2  მუხლის  პირველ  პუნქტი,  სადაც  ვკითხულობთ:  „ის  ვინც  სამეწარმეო  მიზნებისთვის    ახორციელებს  მომსახურებას  ტელეკომუნიკაციების  სფეროში,  ან  მონაწილეობს  ამგვარი  მომსახურების  მიწოდებაში,  ვალდებულია,  უფლებამოსილ  ორგანოს,  ამ  უკანასკნელის  განკარგულების  შემთხვევაში,  მიაწოდოს  ინფორმაცია  იმ  ტელეკომუნიკაციის  გარემოებების  შესახებ,  რომელიც  შედგა  განკარგულების  ძალაში  შესვლის  შემდეგ.  ასევე,  ის  ვალდებულია,  გადასცეს  გზავნილები,  რომლებიც  მას  გადაეგზავნა  ტელეკომუნიკაციის  გზით  გაგზავნის  მიზნით,  ამასთანავე  ის  ვალდებულია  უზრუნველყოს  ტელეკომუნიკაციაზე  მეთვალყურეობა  და  მისი  ჩაწერა.“  აღნიშნული  ნორმა  პირდაპირ  ავალდებულებს  კომუნიკაციების  სფეროში  მყოფ  ორგანიზაციებს,  რომ  ნებისმიერი  ინფორმაცია,  რომელიც  ჩაუვარდება  ხელში,  გადასცეს  უფლებამოსილ  ორგანოს.  ასევე,  აღნიშნულ  ორგანოს,  აქვს  სრული  თავისუფლება  როდესაც  მოუნდება  მაშინ  გადაამოწმოს  ნებისმიერი  სახის  სატელეფონო  თუ  სხვაგვარი  კომუნიკაციები.  ასევე,  კანონის    მე-14  მუხლის  თანახმად,  შესაბამისი  კომპეტენტური  ორგანო  ანგარიშვალდებულია  საპარლამენტო  მაკონტროლებელი  კომისიის  წინაშე.

კიდევ  ერთი  საინტერესო  ნორმა,  ამჯერად  გაერთიანებულისამეფოსკანონმდებლობიდან:  „საგამოძიებო  უფლებამოსილებათა  რეგულირების  შესახებ“  კანონის    მე-12  მუხლის  თანახმად,  სახელმწიფო  მდივნის  მიერ  გამოიცემა  განკარგულება,  რომელიც  ავალდებულებს  ტელეკომუნიკაციის  სფეროში  სერვისის  მიმწოდებელს,  უზრუნველყოს  მოსმენის  ორდერების  აღსრულება.  ამავე  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად,  „ორდერის  თანახმად,  გაიცემა  ცნობა,  რომელიც  ვალდებულების  სუბიექტისგან  მოითხოვს  ყველა  იმ  საჭირო  ნაბიჯის  გადადგმას,  რომლებიც  შესაძლოა  განსაზღვრული  ან  აღწერილი  იყოს  ცნობაში“.  აღნიშნულ  მუხლში  არ  არის  დაკონკრეტებული  თუ  რა  შემთხვევებშია  ვალდებული  ტელეკომუნიკაციების  სფეროში  სერვისის  მიმწოდებელი  უზრუნველყოს  მოსმენის  ორდერების  აღსრულება.  შესაბამისად,  სრულიად  შესაძლებელია  ამ  ნორმის  ისე  გამოყეება,  როგორც  უფლებამოსილ  ორგანოს  მოუნდება.

არანაკლებ  საინტერესოა  ისრაელის„სატელეფონო  მოსმენების  შესახებ“  კანონის  (1979წ.)  მე-4  მუხლი,  რომლის  თანახმად,  უშიშროების  სამსახურს  მოსმენის  ნებართვა  შეუძლია  მიიღოს  პრემიერ-მინისტრისგან  ან  თავდაცვის  მინისტრისგან  სასამართლო  კონტროლის  გარეშე.  ასევე,  უშიშროების  სამსახურის  შესახებ  კანონის  (GSSA)  მე-11  მუხლის  თანახმად,  პრემიერ-მინისტრს  შეუძლია  განსაზღვროს,  რომ  მონაცემთა  გარკვეული  კატეგორია,  რომლებიც  სერვისის  მიმწოდებელთან  მონაცემთა  ბაზაში  ინახება,  საჭიროა  უშიშროების  სამსახურის  მიერ  საკუთარი  საქმიანობის  განსახორციელებლად  და  უნდა  გადაეცეს  ამ  უკანასკნელს.    ე.ი  გამოდის  რომ  უშიშროების  მინისტრს  აქვს  უფლება  გადაწყვიტოს,  რომ  მისთვის  რაღაც  კონკრეტული  ინფორმაცია  საჭიროა,  მოითხოვოს  აღნიშნული  ინფორმაცია  და  თან  ეს  ყველაფერი  სასამართლოს  გარეშე.    ასევე,  არანაკლებ  საინტერესოა  ის,  რომ  2012  წელს  ისრაელის  უზენაესმა  სასამართლომ  თავის  გადაწყვეტილებაში  (HCJ  3809/08)  კონსტიტუციურად  ცნო  კანონი  „კომუნიკაციის  მონაცემების  შესახებ“,  რომელიც  ასევე  ითვალისწინებს  საკმაოდ  ფართო  უფლებამოსილებებს  სამართალდამცავების  მხრიდან  შესაბამის  მონაცემებზე  წვდომასთან  დაკავშირებით.

ამ  ყველაფრის  შემდეგ  მინდა  გაგაცნოთ  საქართველოს  კანონმდებლობა.    „ოპერატიულ-სამძებრო  საქმიანობის  შესახებ  კანონის“  მეშვიდე  მუხლის,  მეორე  პუნქტის  „თ“  ქვეპუნქტის  თანახმად  მოსამართლის  ბრძანებით  სატელეფონო    საუბრების  ფარული  მიყურადება  და  ჩაწერა,  ინფორმაციის  მოხსნა  და  ფიქსაცია  კავშირგაბმულობის  არხიდან  (კავშირგაბმულობის  საშუალებებთან,  კომპიუტერულ  ქსელებთან,  სახაზო  კომუნიკაციებთან  და  სასადგურო  აპარატურასთან  მიერთებით),  საფოსტო-სატელეგრაფო  გზავნილთა  კონტროლი  (გარდა  დიპლომატიური  ფოსტისა)  ოპერატიული  საქმიანობის  ერთ-ერთი  ფორმაა.    ამ  კანონის  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის  „თ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ოპერატიულ-სამძებრო  ღონისძიებები  სისხლის  სამართლის  საქმის  აღძვრის  შემდეგ  ტარდება  მოსამართლის  ბრძანებით.  ბრძანებას,  მოკვლევის  ორგანოს  უფროსის  მოტივირებული  შუამდგომლობის  საფუძველზე,  გასცემს  იმ  სასამართლოს  მოსამართლე,  რომლის  სამოქმედო  ტერიტორიაზედაც  ტარდება  ოპერატიულ-სამძებრო  ღონისძიება.  ე.ი  გამოდის  რომ  სატელეფონო  მოსმენა  საქართველოს  კანონმდებლობით  დასაშვებია  მხოლოდ  მას  შემდეგ,  რაც    დაიწყება  გამოძიება  და  გამოძიების  პროცესში  გამოჩნდება  ადამიანი,  რომელიც  შესაძლოა  იყოს  დამნაშავე,  ან  რაიმე  კავშირი  ჰქონდეს  დანაშაულთან.  თუმცა,  ამ  ყველაფერს  სჭირდება  დასაბუთებული  შუამდგომლობა  მოსამართლესთან.  სწორედ,  მოსამართლის  გადაწყვეტილებით  ხდება  ამა  თუ  იმ  ადამიანის  სატელეფონო  საუბრების  მოსმენა.

თუკი  ადამიანი  არ  არის  სისხლისსამართლებრივ  დევნაში,  თუკი  საგამოძიებო  ორგანოს  არ  აქვს  საფუძვლიანი  და  დასაბუთებული  ეჭვი,  რომ  ადამიანს  აქვს  მნიშვნელოვანი  ინფორმაცია,  რომელიც  დაეხმარება  დანაშაულის  გახსნაში,  მას  არავინ  მოუსმენს.

თუ  გავითვალისწინებთ  ზემოთ  ჩამოთვლილი  ქვეყნების  კანონმდებლობას  და  შევადარებთ  ჩვენსას,  მარტივად  დავასკვნით  რომ  ჩვენი  კანონმდებლობა  შეესაბამება  საერთაშორისოდ  აღიარებულ  ნორმებს.