საავტორო ხელშეკრულება

საავტორო ხელშეკრულება – შეთანხმება საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების გამოყენების პირობების შესახებ. სხვა პირების მიერ ნაწარმოებების გამოყენება დაიშვება მხოლოდ ავტორთან, ან მის მიერ უფლებამოსილთან ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა კანონით მითითებული შემთხვევებისა. მსოფლიო პრაქტიკაში ადგილი აქვს ავტორთა მიერ საავტორო ხელშეკრულებით გამომცემლობისათვის ხელნაწერის გადაცემას ე. წ. მსოფლიო უფლებებით. ანუ საავტორო უფლების გამოყენებით ყველა ქვეყანაში, ყველა ენაზე და ხშირად, მისი მოქმედების მთელი ვადის პერიოდში. მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული საავტორო ხელშეკრულების სახეებია: საგამომგონებლო, სადადგმო, სასცენარო, მხატვრული შეკვეთის, გამოუქვეყნებელი დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოების მრეწველობაში გამოყენების.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……