საგრანტო განაცხადის შევსება და კონსულტაციები 577 235 400

საგრანტო განაცხადის შევსება და კონსულტაციები ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ბევრი  ფონდი თავიდან ითხოვს საგრანტო განაცხადის შევსებას.  ეს ერთის შეხედვით მარტივი დოკუმენტია და პრობლემაც ამაშია. იგი შეიცავს საკონტროლო კითხვებს, რომლებზე პასუხის სწორად გაცემა შეუძლებელია, თუკი პროექტი თავიდან ბოლომდე დეტალურად გააზრებული არა გაქვთ. ამიტომ,საგრანტო განაცხადის შევსება   სასურველია კონსულტანტთან ერთად . კვალიფიციური კონსულტანტი ფლობს დიდძალ ინფორმაციას , სტატისტიკურ მასალებს და აგარიდებთ შეცდომათა ნაწილს. შედარებით სრულად , უზუსტობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აირიდებთ , თუკი უკვე გაქვთ კვალიფიციური ბიზნეს-გეგმა შედგენილი.

===================================================

კონსულტაციები საგრანტო განაცხადის შევსებისას და  ბიზნეს-გეგმების მომზადება

ბიზნეს-გეგმების შედგენის საკითხებზე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ https://biznes-gegma.medgeo.net/ .

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა

● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება

===================================================

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ბიზნეს გეგმის დაწერა დროის კარგვაა და რა საჭიროა იმის დაწერა ფურცელზე, რაც ისედაც ვიცით, მაგრამ ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან ბიზნეს გეგმის წერის პროცეში შეიძლება აღმოვაჩინოთ სრულიან სხვა სურათი იმასთან შედარებით რასაც ვფიქრობდით, ამიტომ ბიზნესის დაწყება გეგმის გარეშე იმთავითვე განაპირობებს ჩვენს წარუმატებულობას და ბიზნესის “ჩავარდნას”. ასე, რომ ბიზნეს გეგმა უმნიშვნელოვანესია სანამ ბიზნესს დავიწყებთ, ეს იგივეა ხეს არ ქონდეს ფესვები, რაც წარმოუდგენელია.

რა არის ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, ეს არის მთელი პროცესი, რომლის დროსაც ჩვენ ვფიქრობთ, ვიკვლევთ, ვსწავლობთ იმ სფეროს სადაც გვსურს ბიზნესის კეთება, ეს არის საგრანტო განაცხადის შევსებაერთგვარი ჩარჩო, რომელშიც გაწერილია ჩვენი ბიზნესის ყველა პროცესი, განვითარების სტრატეგია, მართვის პროცესი და ყველა ის დეტალი რაც საჭიროა ბიზნესის წარმოებისათვის. ეს არის ჩვენი ბიზნესის მიმართულების “რუკა”, რომელიც გვიჩვენებს მიმართულებას და “დანიშნულების წერტილებს”.

რაში გვჭირდება ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმა გვეხმარება ვიფიქროთ გრძელვადიან პერიოდში – ეს ნიშნავს ვიფიქროთ არამარტო ბიზნესში შესვლაზე/დაწყებაზე, არამედ ბიზნესში დარჩენაზე. ის გეხმარება  დაინახო უფრო ფართო და დიდი სურათი, გაიხედო შორს.
|ბიზნეს გეგმა გეხმარება დაინახო ის პრობლემები და დროულად გამოასწორო, სანამ შეხვალ კრიზისში, საიდანაც შემდეგ გამოსვლა ძალიან რთულია და რამაც შეიძლება შენი ბიზნესის დაკარგვაც გამოიწვიოს.
ბიზნეს გეგმა ნათლად ასახავს ბიზნესის სუსტ და ძლიერ მხარეებს, რაც გვეხმარება დავინახოთ თუ სად რომელ სფეროში გვჭირდება დახმარება და გაძლიერება.
ბიზნეს გეგმა აუცილებელია, როცა ვურთიერთობთ ინვესტორებთან ან ვფიქრობთ დამატებით ფინანსური საშუალებების მოზიდვაზე, ბიზნეს გეგმის გარეშე წარმოუდგენელია დავანახოთ ნებისმიერ ინვესტორს, ბანკს ბიზნესის შესაძლებლობები, უპირატესობები და ა.შ.
“ ბიზნესის დაწყება ბიზნეს გეგმის გარეშე იგივეა, რომ შუა ზღვაში აღმოჩნდეთ კომპასის გარეშე ”

საიდან დავიწყოთ ბიზნეს გეგმის წერა?

სანამ ბიზნეს გეგმის წერას დაიწყებთ განიხილეთ მსგავსი ბიზნესების მაგალითი, სწორად განსაზღვრეთ თქვენი მთავარი მიზნები, მოიძიეთ სრული ინფორმაცია იმ სფეროს შესახებ სადაც გინდათ ბიზნესის დაწყება, ჩაატარეთ გამოკვლევები/გამოკითხვები, გამოიძიეთ ყველა ის პრობლემა თუ სიძნელე რაც არსებობს ამ ბიზნესის დასაწყებად.

როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა?

იმის შემდეგ, რაც თქვენ მოიძიებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ეს უნდა გადაიტანოთ უკვე ბიზნეს გეგმის ფორმატში, რომელიც იქნება პრეზენტაბელური და სწორი თანმიმდევრობით ასახავს ყველა იმ საკითხს და პროცესს, რაც საჭიროა ბიზნესის წარმოებისათვის.

ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეთ შემდეგ საკითხებს:

ბიზნესის ზოგადი მიმოხილვა
კომპანიის შესახებ ინფორმაცია (რომელსაც დაარსებთ)
მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმა უნდა მოიცავდეს სხვადასხვა საკითხებს და კვლევებს, როგორიცაა ინდუსტრიის ტენდენციები, პროდუქტი/სერვისი, რის შეთავაზებასაც აპირებს, მიზნობრივი ბაზარი, კონკურენტული ანალიზი და მარკეტინგული მიქსი, რომელიც მოიცავს: რეკლამირებას, ადგილმდებარეობას, ფასს, პროდუქტს.
ოპერაციული გეგმა
ოპერაციული გეგმა მოიცავს : მომწოდებლებთან ურთიერთობას, ადამიანური რესურსების მობილეზებას, საწარმოო გეგმებს და საწარმოო მოთხოვნებს.
ფინანსური გეგმა
ფინანსური გეგმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ ნათლად უნდა ასახოთ თქვენი კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები, შემოსავლები და ხარჯები. საჭიროა დაიგეგმოს დაწყების ხარჯები ე.წ. “სტარტაპ ქოსთი”, მოგება ზარალი უწყისი, ბალანსის და ფულის მიმოქცევის უწყისები.

როგორ გამოვიყენოთ?

დასრულებული და გამართული ბიზნეს გეგმა დაგეხმარებათ მოიზიდოთ დაფინანსება ბიზნესის დასაწყებად, გაიმარტივოთ ურთიერთობა ინვესტორებთან და ბანკებთან.
დაფინანსების შემდეგ ყველა ბიზნეს პროცესი უნდა წარიმართოს ბიზნეს გეგმის მიხედვით, რაც არის ერთგვარი “რუკა”, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რომელიც მიმართულებას გვაძლევს.
ხდება ხოლმე, როდესაც კარგად დაგეგმილი ბიზნეს გეგმა არ ამართლებს, ამის ბევრი მიზეზი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ბიზნეს გეგმის საჭიროებაზე ნამდვილად დავა არ ღირს.

 თეზაურუსი 

ბიზნეს-გეგმის დაწერა ; ბიზნეს-გეგმის ;ბიზნეს-გეგმის ; ბიზნეს-გეგმის ;ბიზნეს-გეგმის ; ბიზნეს-გეგმის ;ბიზნეს გეგმის დაწერა ; ბიზნეს გეგმის დაწერა ;ბიზნეს გეგმის დაწერა ; ბიზნეს გეგმის დაწერა ; ბიზნეს გეგმის დაწერა ;ბიზნეს-გეგმის შედგენა ; ბიზნეს-გეგმის შედგენა ; ბიზნეს გეგმის შედგენა ; ბიზნეს გეგმის შედგენა ; ბიზნეს გეგმის შეკვეთა ; ბიზნეს-გეგმის შეკვეთა ; ბიზნეს-გეგმის შეკვეთა ; ბიზნეს-გეგმა ; ბიზნეს-გეგმა ;