ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო – სამართლებრივ ნორმას, სუბიექტის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გამოწვეული სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებით ან მოქმედებისაგან თავის შეკავებით.
განასხვავებენ საერთაშორისო – სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემდეგ სახეებსა და ფორმებს:
მატერიალური პასუხისმგებლობა – დელიქტის ან საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფო მოვალეა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანი. მატერიალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ორი ფორმის: რესტიტუცია – ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და რეპარაცია – როდესაც დელიქვენტს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული სახის საქონლით ანაზღაურება მოეთხოვება.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ სახის პასუხისმგებლობას მოიცავს, რომელსაც არა აქვს მატერიალური ხასიათი. მაგ.:
სატისფაქციაშეიძლება გამოიხატოს სინანულის გამოცხადებით, ბოდიშის მოხდით, დამნაშავეთა დასჯით, კომპენსაციის გადახდით და სხვა.
საერთაშორისოსამართლებრივისანქციებიანუ დამნაშავის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება პოლიტიკური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს ფორმას წარმოადგენს. იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რომელთაგან ძირითადია: ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ყოველგვარი სახის საქონლის და ტრანსპორტის დელიქვენტის საზღვრებში მიტანის საშუალების აღკვეთა და ბოლოს, როგორც უკიდურესი ზომა, შეიარაღებული აგრესიის დროს შეიარაღებული ძალების გამოყენება.