სასიამოვნო

თუკი საქმეს მთელი სერიოზულობით მიუდგებით და მზის სხივებით ფრთხილად და სათანადო წესების დაცვით ისარგებლებთ, შედეგი არაჩვეულებრივი იქნება – დროსაც შესანიშნავად გაატარებთ და ორგანიზმსაც სარგებლობას მოუტანთ. მზის სხივები ზომიერი რაოდენობით ორგანიზმზე სასიკეთო ზეგავლენას ახდენენ. მაგალითად, მზის სხივების ზემოქმედებით ორგანზმში ხდება ე. წ. .,,მზის ჰორმონის“ – D ვიტამინის გამომუშავება. ეს ჰორმონი აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის დეპრესიასა და სტრესებს, დადებითად მოქმედებს სისხლმიმოქცევაზე, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობასა და თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდას. Read the rest of this entry »