ფინანსური კონსულტანტის სამუშაოს აღწერილობა
ვამტკიცებ | |||
(ორგანიზაციის სახელწოდება) | |||
სამუშაოს აღწერილობა | _____________________________________________ (დირექტორი, სხვა თანამდებობის პირი) |
||
00.00.200_წ № 00 | ________________ | ___________________ | |
(ხელმოწერა) | (ხელმოწერის
გაშიფვრა) |
||
ფინანსურ კონსულტანტს | 00.00.200_წ. |
I ზოგადი დებულებები
- ფინანსური კონსულტანტი წარმოადგენს ცალკე სპეციალისტთა ჯგუფს
- ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე ინიშნება პირი, უმაღლესი ეკონომიური განათლებით და ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟით. >>>>
- ფინანსურმა კონსულტანტმა უნდა იცოდეს:
- 3.1. ფინანსური კანონმდებლობა.
- 3.2 ფინანსური ბაზრის სტრუქტურა და განვითარების ტენდენციები
- 3.3. ფინანსური გეგმის შედგენა, პროგნოზული ბალანსი
- 3.4. ფინანსური ინსტრუმენტების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ნაკადების მართვას
- 3.5. ფინანსების მართვის ეკონომიკური დიაგნოსტიკის მეთოდები
- 3.6. ფინანსური აქტივების, შემოსავლებისა და რისკის შეფასების მეთოდები
- 3.7.საკუთარი საბრუნავი კაპიტალის მართვისა და ფორმირების საფუძვლები
- 3.8. მოკლე და გრძელვადიანი კრედიტირების მოწესრიგება, ინვესტიციებისა და სესხების მოზიდვა, საკუთარი სახსრების გამოყენება
- 3.9. ფასიანი ქაღალდების გამოცემისა და შეძენის წესები
- 3.10. ფინანსური რესურსების ოპტიმალური განაწილება, ეფექტური ინვესტიციების განსაზღვრა.
- 3.11. რისკფაქტორები
- 3.12 ფინანსური კონტროლის პრინციპები
- 3.13. დაბეგვრის პრინციპები და მეთოდები.
- 3.14. ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სტანდარტები
- 3.15. ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები.
- 3.16. კომპიუტერული ტექნიკისა და სატელეკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა
- ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნა და ასევე განთავისუფლება ხორციელდება კომპანიის ხელმძღვანელი პირის ბრძანების საფუძველზე.
- ფინანსური კონსუ;ტანტი ექვემდებარება უშუალოდ ფინანსურ დირექტორს.
II თანამდებობრივი მოვალეობები
ფინანსური კონსულტანტის მოვალეობებია:
- კომპანიისათვის ფინანსურ საკითხებში დახმარების გაწევა ( ფინანსური რესურსების მართვა, ფინანსური პოლიტიკის ფორმირების კონცეფცია)
- ფინანსური ბაზრის შესწავლა, კომპანიისათვის საჭირო პოზიციების განსაზღვრა
- ფინანსური ურთიერთობის სქემების შემუშავება, რომელიც ეხება ერთის მხრივ კომპანიას, მეორეს მხრივ ბიუჯეტს, არასაბიუჯეტო ფონდებს, ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და კონტრაგენტებს.
- კონსულტაციის გაწევა კომპანიის საკუთარი კაპიტალის მართვის თაობაზე (კაპიტალის ფორმირება, წყაროების გაფართოება, საკუთარი კაპიტალის ზრდის მაჩვენებლების გამოთვლა და ა.შ)
- სასესხო კაპიტალის მიზიდვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შემუშავება (სასესხო სახსრების სახეები, მიზიდვის ხერხები, კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასება, სესხების მიზიდვის ეფექტურობის გაანგარიშება და ა.შ)
- კონსულტაციის გაწევა ფულადი ბრუნვის მართვის თაობაზე (ფულადი ნაკადების, ბალანსის, შემოსავლისა და საბრუნავი კაპიტალის სქემის შემუშავება, ახორციელებს ფულადი ბრუნვის მართვის მაჩვენებლების ანალიზს, ფულადი სახსრების ოპტიმალური დონის გამოთვლებს და ა.შ)
- კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება (საინვესტიციო გეგმისა და პროექტების მომზადება, საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის ანალიზი)
- კაპიტალის ღირებულების განსაზღვრა, კაპიტალის სტრუქტურის ანალიზი ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყევტილებების მიღებისას, კაპიტალის ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავება
- საფონდო ბაზრის მდგომარეობის ანალიზი, საფონდო ბაზარზე ოპერაციებში კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, კომპანიისადმი სხვადასხვა ოპერაციებში დახმარებას გაწევა (გაყიდვები, წარმოება , ფასიანი ქაღალდების შეძენა, რისკებისა და შემოსავლების გათვლა; კომპანიის ფასიანი ქაღალდების პორტფელის მართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება)
- კომპანიის დივიდენდური კონცეფციის შემუშავება (დივიდენდების გადახდის ფორმის განსაზღვრა და ა.შ)
- მიღებული სტანდარტების თანახმად კომპანიის ქონების შეფასების ორგანიზება, ძირითადი სახსრების გადაფასება, შეფასების შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება)
- სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება, ამ სახის ქონების ღირებულების განსაზღვრა, პრივატიზაციის პროცესში ხარჯებისა და ეკონომიკური სარგებლის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება.
- ეკონომიკური დიაგნოსტიკის განხორციელება, კომპანიის შესაძლო განვითარების ან ბანკროტის პროგნოზირება, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
- კრედიტორებთან, ინვესტორებთან, აქციონერებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ფინანსურ საკითხებთან დკავშირებით
- კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ანალიტიკური ცნობებისა და მიმოხილვების შედგენა ფინანსური მდგომარეობებისა და რეფორმების შესახებ
- ასევე ფინანსური კონსულტანტი პასუხისმგებელია ანალიტიკურ კვლევებზე, ცნობარებისა და სხვა დოკუმენტაციის საიმედოობაზე
III უფლებები
ფინანსური კონსულტანტის უფლებები:
- საკრედიტო დაწესებულებებთან, სადაზღვვო და საინვესტიციო კომპანიებთან, საგადასახადო სამსახურთან ფინანსური კუთხით ურთიერთობისას კომპანიის ინტერესების წარდგენა
- თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციისაა და დოკუმენტაციის მოთხოვნა კომპანიის სტრუქტურული ქვეგანყოფილებებისაგან
- ფინანსურ-ეკონომიკური საკითხებთან დაკავშირებით ყველა სტრუქტურული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა
- ფინანსური კონსულტანტის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის გაცნობა
- თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობასთან
- კომპანიის ხელმძღვანელობისაგან თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური პირობებითა და დოკუმენტაციით უზრუნველყოფა
III პასუხისმგებლობა
ფინანსური კონსულტანტი პასუხისმგებელია:
- მოქმედი შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულება ან შეუსრულებლობაზე
- თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას ადმინისტრაციული, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი სამართალდარღვევებზე
- კომპანიისათვის მატერიალური ზიანის მიყენებაზე – მოქმედი შრომითი კანონმდებლობის საზღვრებში
_____________ | ____________________ | |||||
(სამუშაოს აღწერილობის შემდგენელი) | (ხელმოწერა) | (ხელმოწერის გაშიფვრა) | ||||
00.00.200_წ. | ||||||
(სამუშაოს აღწერილობის ვიზირების განმახორციელებელი პირი) | ||||||
______________ | ____________________ | |||||
(ხელმოწერა) | (ხელმოწერის გაშიფვრა) | |||||
00.00.200_წ. | ||||||
ინსტრუქციას გაეცნო: | _____________ | ____________________ | ||||
(ხელმოწერა) | (ხელმოწერის გაშიფვრა) | |||||
00.00.200_წ. |