საშიში ნივთიერება – ელემენტი, რთული ნივთიერება ან ნაერთი, მათ შორის, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და მისგან გამოყოფილი სხვა გაზები და ნივთიერებები (ბუნებრივი, გადაუმუშავებელი რადიაქტიური ნივთიერებების გარდა), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლით, ამავე კოდექსის საფუძველზე და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ და წყლის ობიექტებში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის 139 ბრძანებით განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც პირდაპირ ან გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებში დაგროვების შედეგად შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ადამიანს, გარემოსა და ქონებას. Source: საქართველოს კანონი „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2; ნივთიერებები, მათი ნაერთები ან ნაერთების ნარევი, რომლებსაც განსაზღვრული რაოდენობით თავისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედება. Source: საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……