საცხოვრისი
E. Housing
ნორმალური ს. შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. საკმარისად უნდა იყოს დაცული კლიმატის ცვალებადობისაგან (წვიმის, ქარისა და თოვლისაგან);
2. უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ სანიტარიულ სტანდარტებს, ბაქტერიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად;
3. ერთ ოთახში მუდმივად შეიძლება ცხოვრობდეს არა უმეტეს ორი ადამიანისა, ვინაიდან მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ადგილი მავნებელია მის ბინადართა ჯანმრთელობისათვის.
See also: ჯანმრთელობის დაცვის უფლება
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ
E. habitation
მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. საცხოვრისი – მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა. Source: საქართველოს კანონი „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……