სოციალური პარტნიორები

სოციალური პარტნიორები

E. Social Partners

კომისია ვალდებულია, კონსულტაციები აწარმოოს სხვადასხვა სოციალურ პარტნიორებთან, როდესაც იგი ამ სფეროში ინიციატივით გამოსვლას აპირებს. ეს დიალოგი ხორციელდება სამი მთავარი ორგანიზაციის მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურ პარტნიორებს ევროპულ დონეზე \n�� ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ETUC) \n�� ევროგაერთიანების ინდუსტრიათა კავშირი (UNICE) \n�� საზოგადოებრივ საწარმოთა ევროპული ცენტრი (CEEP) \nგამომდინარე აქედან, კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს კონსულტაციების გამართვას სოციალურ პარტნიორებთან იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპის კავშირის სოციალურ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. ეს პოლიტიკა კი ძირითადად შრომის ბაზარს ეხება \nეკონომიკური და სოციალური პარტნიორების საკონსულტაციო ასამბლეა 1957 წელს რომის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. ასამბლეა ხელს უწყობდა ერთიანი ბაზრის მშენებლობაში სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების Cართვას. მისი წევრები სამ კატეგორიას მიეკუთვნებიან: დამქირავებლები, მშრომელები და დამოუკიდებელი პროფესიები. ერთიანმა ევროპულმა აქტმა და ევროპის კავშირის ხელშეკრულებამ გააფართოვეს ის სფეროები, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა კონსულტაციების გავლა ასამბლეასთან და ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტთან.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……