სოციოდრამა

სოციოდრამა

იაკობ ლევი მორენოს (1892–1974) მიერ სოციოლოგიაში შემოტანილი ცნება და ჯგუფური თერაპიის მეთოდი (მორენომ ეს იდეა „სპონტანური თეატრიდან“ აიღო.) იგი ფსიქოდრამის თავისებურ განვითარებას წარმოადგენს. ს–ში ერთი ჯგუფი წევრებს (შესაბამისად, პარტნიორთა ჯგუფებს) სხვადასხვა სოციალურ როლებს აძლევენ და უბიძგებენ, ერთმანეთთან შევიდნენ ინტერაქციაში (როლური თამაში), რათა საკუთარ თავსაც და თერაპევტსაც შესაძლებლობა მისცენ, შეიმეცნონ ურთიერთობაში არსებული პრობლემების მიზეზები და სიმპტომები. ამ შემეცნების შედეგია „სოციოდრამატული შოკი“, რომელიც თამაშის პროცესში უნდა მოიხსნას. ს. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს წმინდა დიაგნოსტიკური მიზნით.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……