სტრუქტურალიზმი

სტრუქტურალიზმი

E. structuralism

თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთი მიმდინარეობა; ყურადღებას ამახვილებს ენის სტრუქტურის შესწავლაზე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

სოციოლოგიაში სოციალური სტრუქტურის სოციოლოგიური ანალიზი. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ს. ანალიზის ფორმაა, სადაც სტრუქტურას პრიორიტეტი აქვს აგენტთან მიმართებაში. ლინგვისტიკაში (ფერდინანდ დე სოსიური (1857–1913), ნ. ჩომსკი (დაიბ. 1928)), ს. ნიშნავს ენის სტრუქტურის თავისებურების კვლევას. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია ლინგვისტური ელემენტების სინქრონიულ მიმართებებზე და ნაკლები ყურადღება ექცევა დიაქრონიულ, ისტორიულ ან შედარებით კვლევას. ს. ასევე კულტურული და სოციოლოგიური ანალიზისადმი მეთოდოლოგიური და თეორიური მიდგომაა, რომელიც ემყარება ვარაუდს, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია საზოგადოების ანალიზი ენის როგორც ნიშანთა სისტემის მსგავსად. აქ აქცენტრებულია სოციალური ცხოვრების „კონცეპტუალური ელემენტები“, „უხილავი“, მაგრამ მოსალოდნელად შესაძლებელი სტრუქტურული მიმართებები. კონცეპტუალური ელემენტები სოციალურ მეცნიერებებში გამოკვლევის საბოლოო მიზნად და სოციალური სინამდვილის სტრუქტურულ დეტერმინანტებად მიიჩნევა. სოციოლოგიაში ს. (სტრუქტურული ანალიზი) წარმოდგენილია ანთროპოლოგ კლოდ ლევი–სტროსის (1908), სემიოლოგ როლანდ ბარტისა (1915–1980) და ფსიქოანალიზის თეორეტიკოსის ჟაკ ლაკანის (1901– 1981) შრომებში. ლევი–სტროსის შრომებში სოციალური მითები და აზროვნების სხვა ფორმები წარმოადგენს ადამიანის აზროვნების ტენდენციის შედეგს – ადამიანის უნარს, იაზროვნოს ბინარული დაპირისპირებულობებით (მაგ., უმი/მოხარშული, ქორწინების ასაკს მიღწეული/ქორწინების ასაკს მიუღწეული და ა.შ.) ს. შეიძლება ასევე გავიოგთ როგორც დოქტრინა, რომლის თანახმადაც, სოციალური გამოკვლევა უნდა იყოს მიმართული არა იმ გამოვლენილ სტრუქტურებზე, რომლებიც ზედაპირზე დევს, არამედ უფრო ღრმა, "რეალურ" სტრქუტურებზე, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ ურთიერთობებს. თანამედროვე სოციოლოგია ცდილობს მოძებნოს ერთგვარი კომპრომისი სტრუქტურასა და ინდივიდის (აქტორის) ნებას შორის. მაგ., ბელგერი და პულბერგი გვთავაზობენ სოციალური რეალობის კონსტრუირების დიალექტიკურ თეორიას, რომლის თანახმად, სოციალური სტრუქტურა ადამიანისგან მოწყვეტილი არ არის. სტრუქტურა ადამიანის მიერაა შექმნილი, მაგრამ მასვე უპირისპირდება, როგორც უცხო მოცემულობა, როგორც იძულების საშუალება. ე. გიდენსი, (დაბ.1938) საუბრობს „სტრუქტურის დუალობაზე“. გიდენსის თანახმად, სტრქუტურა დუალისტურია, რადგან მასში წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური ნება, ასევე თავად სტრუქტურა.

საერთაშორისო ურთიერთობებში ს. იმგვარი ხედვაა, რომელიც საერთაშორისო პროცესების ახსნისას გადამწყვეტ მნიშვნელობას სოციალურ სტრუქტურებს ანიჭებს. ს. რამდენიმე ცალკეულ თეორიას აერთიანებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დაქვემდებარების თეორია და მსოფლიო სისტემების თეორია. ს. მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოქმედ პირად არა სახელმწიფოს, არამედ სოციალურ კლასს მიიჩნევს, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების წამყვან პროცესად კონფლიქტს ასახელებს. ს, როგორც თეორიული პერპსექტივა, მსოფლიო პოლიტიკაში მესამე სამყაროს ქვეყნების გააქტიურების შედეგად განვითარდა. საერთაშორისო უთანასწორობის მთავარ მიზეზად ს. ძალის უთანასწორო განაწილებას მიიჩნევს, რაც, თავის მხრივ, შრომის დანაწილების არსებული კაპიტალისტური სისტემის ნაყოფია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……