ტრანში

ტრანში

E. tranche

Fr. tranche პორცია, წილი; trancher ჩამოჭრა, წაკვეთა

1. გადასახდელი თანხის ნაწილი, წილი;

2. საერთაშორისო საობლიგაციო სესხის სერია და ნაწილი, რომელიც გამოშვებულია ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებისათვის ან სხვადასხვა ქვეყნის სასესხო ბაზრებზე სესხის განთავსებისათვის (საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 75);

3. ფასიანი ქაღალდის ემისიის ნაწილი;

4. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნის კვოტის მეოთხედი ნაწილი, რომელიც შესაძლებელია მიღებულ იქნეს 3-5 წლის ვადით საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფინანსების მიზნით. როგორც წესი, ყოველი მომდევნო წილის მიღების შესაბამისად მკაცრდება კონტროლის მექანიზმები.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……