უმაღლესი საშუალოს მეთოდი

უმაღლესი საშუალოს მეთოდი – Highest Average Method  – პარტიების მანდატების გამოთვლის მეთოდი მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულად. გამოიყენება სიითი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემებში. ყოველი პარტიის მიერ მოპოვებულ ხმათა საერთო რაოდენობა იყოფა გამყოფთა სერიაზე დ’ჰონდტის (1, 2, 3-ზე და ა.შ) ან სენტ-ლაგეს (1, 3, 5-ზე და ა.შ) ფორმულით. თითოეული ეტაპის შემდეგ ის პარტია, რომელმაც მიიღო უმაღლესი საშუალო, მოიპოვებს მანდატებს. დათვლა გრძელდება მანამ, ვიდრე ყველა მანდატი არ განაწილდება. უმაღლესი საშუალოს ყველაზე გავრცელებული ტიპია დ’ჰონდტის მეთოდი, რომელიც 15 ქვეყანაში გამოიყენება. ითვლება, რომ უმაღლესი საშუალოს სამივე მეთოდიდან დ’ჰონდტის მეთოდი უპირატესობას აძლევს დიდ პარტიებს. სენტ-ლაგეს მეთოდი, მარტივი სახით, უზრუნველყოფს შედეგების უფრო მაღალ პროპორციულობას, ხოლო სენტ-ლაგეს მოდიფიცირებული მეთოდი არის შუალედური პირველ ორ მეთოდს შორის.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……