უსაფრთხო რუჯი

1. აუცილებლად ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგანაც ზოგიერთებისათვის რუჯის მიღება საერთოდ უკუნაჩვენებია; მზეზე დიდხანს ყოფნა დაუშვებელია მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აქვს, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. არ ღირს  გარუჯვა ტაქიკარდიისა და სტენოკარდიის დროსაც. გარუჯვა მინიმუმადე უნდა შეამციროთ, თუკი თქვენ კანის რაიმე დეფექტი გაქვთ, მაგალითად, მრავალრიცხოვანი მეჭეჭები ან პიგმენტური ლაქები. რეკომენდებული არაა მზის აბაზანების მიღება ხანდაზმულთათვის და ორსულებისათვის, ვინაიდან ამ პერიოდში ქალები ძალზედ მგრძნობიარენი არიან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. Read the rest of this entry »